კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის გოგო, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, გარდაიცვალა
Pirveliradio Ge
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის გოგო, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იყო.
საქართველოში ბოლო 24 საათში კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში - 307.
გამოვლინდა 1 673 ახალი შემთხვევა. 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 38 936 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 22 691.