დარღვეული რეკომენდაციები ბათუმის სილამაზის სალონებში
Tbilisi Daily
ბათუმში რამდენიმე სილამაზის სალონი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.
ასეთ დაწესებულებებს პირველ ეტაპზე სიტყვიერი გაფრთხილება მიეცათ. მათ ნაწილს არ ჰქონდა დეზობარიერები ან არ იცავდნენ სავარძლებს შორის ორმეტრიან დისტანციას. ინსპექტირების სამსახურმა უკვე შეამოწმა 25-მდე სალონი და ესთეტიკის ცენტრი.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით, სალონებში სავარძლების ორმეტრიანი დისტანცია სავალდებულოა, ასევე, უნდა იყოს განთავსებული დეზობარიერები, სადეზინფექციო ხსნარები, დისტანციური თერმომეტრები. სტილისტებმა კი სამუშაო პროცესის დროს პირბადეები და ხელთათმანები უნდა მოიხმარონ. სალონებმა ორთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა 18 მაისს განაახლეს.
#news#რეგიონი#აჭარა#ბათუმი#სილამაზის სალონი#რეკომენდაციები#დარღვევა#ინსპექტირების სამსახური# შემოწმება#Tbilisi Daily#dailynews#