დიდ აფეთქებას ზუგდიდის შემთხვევის კლასტერიდან არ ველოდებით - ცერცვაძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143639
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ ზუგდიდში ინფიცირებული პირის კონტაქტები დადგენილია, ზუგდიდის შემთხვევის კლასტერიდან ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას არ ელოდებიან.
"აქ მაინც იდენტიფიცირებულია პიროვნება, იდენტიფიცირებულია ის ჯგუფი მოსახლეობის, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა და განსხვავებით ბოლნისის და თეთრიწყაროს კლასტერიდან, სადაც ძალიან დიდი რაოდენობა იყო ინფიცირებულების, 100-ზე მეტია რამდენადაც ვიცი, აქ მაინც შედარებით მცირე რაოდენობას დაუდასტურდა ინფექცია. ასე რომ დიდ აფეთქებას ზუგდიდის შემთხვევის კლასტერიდან არ ველოდებით," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.