გერმანიაში მემარჯვენე ექტრემისტს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა შარშან სინაგოგაზე თავდამსხმისთვის
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მემარჯვენე ექტრემისტ შტეფან ბაიეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა შარშან გერმანიის ქალაქ ჰალეში სინაგოგაზე განხორციელებული თავდასხმისთვის.
მაგდებურგის სასამართლომ 21 დეკემბერს 28 წლის ბაიე დამნაშავედ ცნო და დაადგინა, რომ ის არ შეიძლება ვადამდე განთავისუფლდეს 15 წლის პატიმრობის მოხდის შემდეგ. გერმანიის კანონმდებლობით, ეს სასჯელის მაქსიმალური ზომაა.
ბაიემ აღიარა, რომ 2019 წლის 9 ოქტომბერს შეეცადა შეჭრილიყო სინაგოგაში, სადაც ათობით იუდეველი იყო თავმოყრილი ებრაულ დღესასწაულ იომ ქიფურზე. მას მერე, რაც მან კარი ვერ შეანგრია, ქუჩაში მოკლა გამვლელი ქალი და ქაბაბის გამყიდველი მამაკაცი. ეს ინციდენტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმე ანტისემიტურ დანაშაულად მიიჩნევა.
ხუთთვიანი გამოძიების მანძილზე ბაიეს არ გამოუხატავს სინანული და ის უარყოფდა ჰოლოკოსტს. უკანასკნელ წლებში გერმანიაში იზრდება ებრაელებისა და იუდაიზმის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებათა რაოდენობა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31011683.html
#ახალი_ამბები
#twitter