ჯანმო-ს ხელმძღვანელი - ნუ ახდენთ პანდემიის პოლიტიზირებას, დაყოფილი მსოფლიო კორონავირუსს ვერ დაამარცხებს

Tbilisi Daily

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, კორონავირუსის პანდემიის პოლიტიზირებას ნუ ახდენენ და მის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანდნენ. მისივე თქმით, მსოფლიოში ვირუსის გავრცელება ჯერ კიდევ სწრაფად ხდება და ბოლო 8 დღეში დაინფიცირების მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. „უდიდესი საფრთხე, რომელიც დღეს გვემუქრება, თავად ვირუსია, არ არსებობს გლობალური სოლიდარობა და გლობალური ხელმძღვანელობა. ამ პანდემიას დაყოფილი მსოფლიო ვერ დაამარცხებს,“ - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.