ედგარ ალან პო - სევდის,სიბნელისა და შემზარაობის "მომღერალი"

0
„ცხოვრება საშინელებათა თეატრია“ ეს სიტყვები მეცხრამეტე საუკუნის ამერიკელ მწერალსა და პოეტს ყველაზე საშიში და მისტიკური მოთხრობების ავტორს, დეტექტიური ჟანრის ფუძემდებელსა და როგორც მას უწოდებდნენ, ლიტერატურის ჰიჩკოკს ედგარ ალან პოს ეკუთვნის. იგი ერთ-ერთი პირველი მწერალი იყო, ვინც თავის ნაწარმოებებს მოკლე მოთხრობების სახით წერდა. ბავშვობიდან ნიჭიერი იყო, თუმცა არამყარი, მგრძნობიარე, ფიცხი ხასიათი ჰქონდა. ადრეული წლებიდან წერდა ლექსებს უყვარდა ფსიქოლოგიური ცდების ჩატარება საკუთარ თავსა და სხვებზე. იგი სიბნელის შიშით იტანჯებოდა, ედგარ ალან პო მსოფლიო ლიტერატურაში საშინელებათ ჟანრის ფუძემდებლად მიიჩნევა. მის შემოქმედებაში არსებობს ერთი უცნაური დამთხვევის ფაქტი, ამბავი თუ როგორ განმეორდა მოთხრობის პერსონაჟების ბედი წლების შემდეგ რეალურ ცხოვრებაში. ის არის ადამინი, რომლის ცხოვრება ისეთივე გამორჩეული და მისტიკურია, როგორც მისი შემოქმედება. ედგარ პოს უცნაურ და ტრაგიკულ ბიოგრაფიში არსებობს უამრავი შეკითხვა, რომელზეც დაზუსტებული პასუხი ჯერ კიდევ არ გვაქვს. მისი მეუღლის, ვირჯინიას ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, როგორც ამბობენ ყველა ქალის სახე ედგარ პოს შემოქმედებაში ვირჯინიასთან იყო დაკავშირებული, ალბათ სწორედ ამიტომაც ყველა ამ ქალი პერსონაჟების უმეტესობა საშინელი ტანჯვით იღუპებოდა. საკმაოდ რომანტიკული პოეზია, რომელსაც პოს შემოქმედებაში აქამდე დიდი ადგილი ეკავა კრიმინალურმა ჟანრმა და მისტიკამ ჩაანაცვლა. პოეტი მიხვდა, რომ სხვანაირად უნდა ეწერა, რომ ზედმეტი რომანტიზმი საზოგადოებას არ აინტერესებს მას მძაფრი შეგრძნებები სჭირდება და ამის შემდეგ მწერლის შემოქმედება არის პასუხის ძიება კითხვაზე როგორ უნდა ვიცხოვროთ იმის გარეშე ვინც ამ ქვეყნად უკვე აღარ არის. აქედან იწყება მისი სკანდალური ბიოგრაფია. ამბობენ, რომ მკითხველთა უმრავლესობა ედგარ პოს მის გმირებთან აიგივებდა, მწერალი კი თავის მხრივ ცდილობდა არ გაეცრუებინა მათი იმედები და მართლაც დამსგავსებოდა მათ. ის ცდილობდა საზოგადოებაში გამოჩენილიყო, როგორც სკანდალური და სმის მოყვარული პიროვნება, იმასაც ამბობენ, რომ მითებს მისი პიროვნების შესახებ ის თავადვე იგონებდა. ბევრს სჯერა, რომ მწერლის ცხოვრებაში მისტიკური და ამოუხსნელი მოვლენები მართლაც ხდებოდა, ეს შემთხვევები კი შემდეგ მის მიერ დაწრერილ ნაწარმოებებში ინაცვლებდა.
#goodplaces
#politics
#news
#opinion
#events
#art
#photo
#sport
#funny
#crypto
#business
#design
#food
#religion
#gaming
0