დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა, ამირან გამყრელიძემ, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის განვითარების სამომავლო სცენარზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, მომდევნო თვე-ნახევარი საქართველოში მძიმე და რთული იქნება.
"ინფექციის ფართოდ გავრცელება მაქსიმალურად შევაკავეთ, ამით მხოლოდ დრო მოვიგეთ და ამიერიდან შემთხვევების ზრდა იქნება. იმ პროგნოზს მივყვებით, რომელიც ჩვენი მოდელირებით შევადგინეთ - ამ კვირის ბოლოს რასაც ვვარაუდობდით, იმაზე ოდნავ ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, უკანასკნელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 157 შემთხვევა დადასტურდა, 1 ადამიანი გარდაიცვალა და 28 სრულია გამოჯანმრთელდა.
#კორონავირუსი
#სტატისტიკა
#პანდემია
#საქართველო
#coronavirus
#statistics
#pandemic
#georgia