გალის რაიონის ე.წ ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
Sokhumi Daily
ომარ ბგანბა, 2019 წლის დეკემბრიდან გალის რაიონის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციას ასრულებს.
როგორც ბჟანიას პრესსამახური იტყობინება, ე.წ პრეზიდენტმა ბგანბა თანამდებობიდან გაათავისუფლა, თუმცა, ამ დრომდე, გათავისუფლების მიზეზი არ არის ცნობილი.
მის ნაცვლად, გალის რაიონის უფროსის მოადგილედ, ბჟანიამ კონსტანტინე პილია დანიშნა. ახლად დანიშნული მოადგილე 2012 წლიდან სოხუმის საქალაქო საბჭოს თავჯდომარე იყო.
#აფხაზეთი
#პოლიტიკა
#ბჟანია
#sokhumidaily