კახაბერ ჩაკვეტაძე კითხვაზე: "რატომ Feedc Edu?"

0
კახაბერ ჩაკვეტაძე - სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის ისტორიის მენტორი-მასწავლებელი, 25 წლიანი სტაჟით. გაგიადვილათ თუ არა პლატფორმამ ონლაინ გაკვეთილის ჩატარების პროცესი? პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ აღნიშნულ პლატფორმაზე, როგორც მასწავლებლის ისე მოსწავლის რეგისტრაცია საკმაოდ მარტივია. პლატფორმა არის ქართულენოვანი, თან ახლავს რეგისტრაციის ამსახველი ინსტრუქციები, რაც მასწავლებლის საქმეს კიდევ უფრო ამარტივებს. რაც შეეხება გაკვეთილის ჩატარებას ტექნიკურად ეს პროცესი მარტივია. ვიდეო გაკვეთილის მიმდინარეობის პარალელურად მოსწავლეებს შეიძლება შესთავაზო სხვადასხვა ტიპის რესურსები და ა. შ. ყველაზე მთავარი, რაც ამ პლათფორმას ახასიათებს, არის ის რომ ხდება გაკვეთილის ჩაწერა და მოსწავლეს მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეუძლია ნებისმიერ დროს ნახოს გაკვეთილი. მოუსმინოს რამდენჯერმე და დასვას შეკითხვები აღნიშნულ გაკვეთილთან დაკავშირებით. ასევე ავღნიშნავდი იმას რომ edu.feedc.com სრულიად უფასოა და გაკვეთილის ხანგრძილობა შეზღუდული არ არის. და რაც ყველაზე მთავარია: ქართულია. როგორ მიმდინარეობს გაკვეთილების პროცესი? საგაკვეთილო პროცესი რა თქმა უნდა უკეთესია, როდესაც იგი საკლასო სივრეში მიმდინარეობს. მაგრამ, როცა მსგავსი გამოწვევების წინაშე ვართ იძულებული ვხვდებით შევცვალოთ სწავლის პროცესისადმი მიდგომები, სწავლების ფორმები და ა.შ. edu.feedc.com-ონლაინ პლატფორმა გვაძლევს საშუალებას საგაკვეთილო პროცესი მეტწილად ინტერაქციული იყოს. მოსწავლეებს შეუძლიათ პირდაპირი ეთერის დროს დაგისვან შეკითხვები (როგორც წერილობით, ისე ხმოვანი) და მიიღონ პასუხები. მოსწავლეებს შეგვიძლია შევთავაზოთ სხვადასხვა ტიპის/ფორმის სასწავლო რესურსები და ა.შ. აღნიშნული პლატფორმა, ასევე საშუალებას გვაძლევს მოსწავლეებმა გამოგვიგზავნოთ შესრულებული საშინაო დავალება და მიიღონ შესაბამისი უკუკავშირი. როგორ ფიქრობთ რამდენად ნაყოფიერი იქნება ამ რეჟიმში მუშაობა? რამდენად ნაყოფიერი იქნება ონლაინ რეჟიმში მუშაობა, ამას ალბათ დრო გამოაჩენს. ვფიქრობ, მოსწავლეთა ჩართულობა (რაც ერთისმხრივ განპირობებულია მარტივი რეგისტრაციით და ნებისმიერი ტექნიკური მოწყობილობით სარგებლობის საშუალებით) მაძლევს იმის თქმის საშუალებას რომ ამ რეჟიმში მუშაობა მეტწილად ნაყოფიერი იქნება. რა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა თქვენი აზრით სასწავლო პროცესში? სასწავლო პროცესი დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას. მსოფლიოში მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება და ვითარდება. სამყარო იცვლება და ჩვენც ვალდებული ვართ პოზიტიურად ჩავერთოთ ამ პროცესში. ჩვენ ჩვენი დამოკიდებულებით პირველ რიგში მოსწავლეები არ უნდა დავაზაროლოთ. ვფიქრობ, დღეს, ჩვენი როგორც მასწავლებლების ერთ ერთი მთავარი მისია არის მოსწავლის ფსიქოლოგიური მდგრადობის შენარჩუნება. რაც შეეხება ონლაინ სწავლებას, ამ ტენდენციას ჩვენზე უკეთ ჩვენმა მოსწავლეება აუბეს მხარი. ჩვენი მხრიდან კი საჭიროა, რომ მათ სწორი მიმართულება მივცეთ. ამ რთულ საქმეში კი ერთ ერთი ნოვატორი სწორედ ის გუნდი აღმოჩნდა რომელმაც შექმნა აღნიშნული ონლაინ სწავლების ქართული პლატფორმა edu.feedc. com. (აქვე მინდა უდიდესი მადლობა მოვუხადო ამ პლატფორმის შემქნელებს, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან გაგვიწიონ კონსულტაცია). ბოლოს კი მინდა მივმართო ყველას და განსაკუთრებით კი მოსწავლეებს: ყველაფერი კარგად იქნება და
#დარჩითსახლში
კახაბერ ჩაკვეტაძე-სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვიტირის საჯარო სკოლის ისტორიის მენტორი მასწავლებელი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გარე დამკვირვებელი ისტორიის მიმართულებით. აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერ-კონსულტანტი.
0