ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს, დაველოდები პატრიარქის ლოცვა-კურთხევას – მამა შალვა კეკელია

0
დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, რომ მას უკან მიაქვს მისივე სიტყვები, რომელიც კომენდანტის საათის გამო სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის დასწრებას ეხებოდა. „ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს, დაველოდები საპატრიარქოსგან როგორ იქნება ლოცვა-კურთხევა, როგორ გვაკურთხებს პატრიარქი და იმ ლოცვა-კურთხევის მიხედვით მოვიქცევი“, – განაცხადა შალვა კეკელიამ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დეკანოზმა შალვა კეკელიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ აღდგომის ღამეს მრევლი ტაძარში 21:00 საათამდე მივიდოდა და დილით, 06:00 საათის შემდეგ წავიდოდა. „ჩემი აზრით, თავისუფლად შესაძლებელია, ადამიანები 21:00 საათამდე მოვლენ ეკლესიაში, ტაძარში ჩვენთან დანიშნული იქნება, სად უნდა იდგნენ, გადანაწილდებიან და დილის 06:00 საათის შემდეგ სახლებში წავლენ“, – განაცხადა კეკელიამ. გუშინ კი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი სასულიერო პირის განცხადება იმის შესახებ, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლი ტაძარში საღამოს 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე იქნებოდა, საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა და მან იჩქარა. https://primetime.ge/chemi-sitkvebi-ukan-mimaqvs-davelodebi-patriarqis-lotsva-kurtkhevas-shalva-kekelia/
0