ევანგელიონი მალე ახალი და ბოლო ფილმით დაგვიბრუნდება!

0
neon genesis evangelion ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმეა, რომლის ეპიზოდებიც 1995-1996 წლებში გამოდიოდა. ანიმემ სრულიად მოახდინა ე.წ. mecha ჟანრის გადატრიალება არამარტო სიუჟეტების მხრივ, არამედ ანიმაციის მხრივაც. ევანგელიონმა უამრავ ანიმეზე იქონია გავლენა და ინსპირაცია მისცა მათ შემქმნელებს, ყველაზე აშკარა გამომხატველი ამის darling in the franxx არის, რომელსაც დაახლოებით ანალოგიური სიუჟეტი და სამყარო აქვს შექმნილი, თუმცა ევანგელიონისგან განსხვავებით უფრო დეტალურად განიხილავს სექსუალურ პრობლემებს. ევანგელიონმა სამწუხაროდ თავიდან ვერ მოახდინა დიდი ეფექტი მაყურებელზე, რამაც გამოიწვია ბიუჯეტის არ ქონა და შესაბამისად ავტორებს მოუწიათ მისი უფრო მოკლედ და კონკრეტულად დამთავრება და მხოლოდ მთავარი აზრის გარშემო ტრიალი. თუმცა გარკვეულ დროში, უეცრად ანიმემ სახელი გაითქვა და ამის გამო დაფინანსება მიიღეს ავტორებმა კომპანიისგან და საბოლოოდ მივიღეთ ფილმი end of evangelion, რომელიც პარალელურია ბოლო ორი ეპიზოდის (ბოლო ორი ეპიზოდი პერსონაჟების გონებაში ხდება, ხოლო ფილმი რაც რეალობაში ხდება, სწორედ ამის ჩვენებაა).
ევანგელიონი ნელ-ნელა იხვეჭდა სახელს და მალე ის ფაქტობრივად საკულტო ანიმედ იქცა. დღეს-დღეობით იაპონიაში ევანგელიონის სახელობით პარკს და ატრაქციონებსაც კი ნახავთ. ბიუჯეტის არ ქონის გამო და ამავდროულად იმ პრობლემის გამო რომ ანიმე მაყურებლების უმეტესობამ არასწორად გაიაზრა, ჰიდეაკი ანო უკმაყოფილო იყო და შესაბამისად გადაწყვიტა ე.წ. rebuild ების გამოშვება ფილმების სახით. მიუხედავად იმისა რომ ფილმები თავიდან სწორედ იმ ისტორიას მიყვება, რომელსაც ძველი ეპიზოდები-მცირე განსხვავებებით, თუმცა მეორე ფილმის დასასრულში ყველაფერი იცვლება და განსხვავებულად მიდის სიუჟეტი.
მიუხედავად იმისა რომ rebuild ები ერთის მხრივ იგივეს და მეორე მხრივ განსხვავებულ ისტორიას გვიყვება, სინამდვილეში ძველი და ახალი ვერსიები ერთმანეთთან დაკავშირებულია, ჰიდეაკი ანომ დაადასტურა ის ფაქტი რომ rebuild ები რეალურად გაგრძელებაა ძველი ისტორიის, რასაც თავისებური და კომპლექსური ახსნა აქვს და ამაზე სხვა სტატიაში ვისაუბრებ. rebuild ების პირველი ფილმი 1.0 you are (not) alone 2007 წელს გამოვიდა, მეორე ფილმი 2.0 you can (not) advance 2009 წელს, ხოლო მესამე 3.0 you can (not) redo 2012 წელს გამოვიდა და ყოველ ჯერზე უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია.
2012 წლის შემდეგ ხშირად ამბობდნენ როდის გამოვიდოდა ფილმი, ჯერ 2015 თქვეს, შემდეგ 2019, შემდეგ 2020 თუმცა ფილმი ფაქტობრივად არ ჩანდა, 2020 წელს კოვიდ პანდემიის გამო გადადეს ფილმი, თუმცა საბოლოოდ როგორც იქნა დადასტურდა ახალი, მეოთხე ფილმის გამოსვლა. მეოთხე ფილმი 3.0+1.0 thrice upon a time 2021 წლის 23 იანვარს გამოვა კინოთეატრებში და ის უკანასკნელი ფილმი იქნება ევანგელიონის, რომელიც ჰიდეაკი ანოს მეთაურობით შეიქმნება.

რა ვიცით ახალი ფილმის შესახებ?

ფილმის პირველი 10 წუთი უკვე გამოსულია და შეგიძლიათ იუთუბზე იხილოთ, რასაც პირველი 10 წუთი გვეუბნება, ის არის რომ მესამე ფილმის გამოსვლის შემდეგ კიდევ დიდი დროა გასული (ანუ time skip იქნება), ხოლოდ 4th impact ის გამო სამყარო ფაქტობრივად განადგურებულია, რის გამოსწორებასაც მისატოს დაჯგუფება ცდილობს, რომელიც როგორც მესამე ფილმიდან ვიცით nerv ს გამოეყო. სავარაუდოდ ფილმი მასშტაბურ კადრებს შემოგვთავაზებს, რადგან პირველი ათი წუთი სწორედ რომ იაპონიის გარეთ ვითარდება. ისიც აღსანიშნავია რომ ამ კადრებში ახალი ტექნოლოგიები ჩანს, რაც იმას ნიშნავს რომ კიდევ უფრო საინტერესო სიუჟეტი გველის.
0