კორონავირუსი ფეხბურთს შეცვლის - ბაიერნის აღმასრულებელი დირექტორი

ByM.m.m.Georgia
0
ბაიერნის აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ კრიზისზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, სახიფათო ვირუსი ფეხბურთს მნიშვნელოვნად შეცვლის. ბაიერნის შეფის თქმით, ამიერიდან სატრანსფერო ბაზარზე არსებული მდგომარეობა დარეგულირდება. "ყოველი კრიზისი ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს. სატრანსფერო თანხები და ფეხბურთელთა ხელფასები გიჟური ტემპით იზრდებოდა. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი იდეას "მეტად ძვირი, უფრო სწრაფი, ბევრად მეტი" ბოლოს მოუღებს. სატრანსფერო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი გაცილებით დაბალასებული იქნება", - თქვა რუმენიგემ.
#ფეხბურთი
#ბაიერნი
#ტრანსფერები
#სპორტი
#football
#bayern
#transfers
#sport
#news
#opinion
ByM.m.m.Georgia
0