ზუგდიდელი მოქალაქეები და ბიზნესმენები გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარებიან.

0
ზუგდიდელი მოქალაქეები და ბიზნესმენები გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარებიან. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო ზუგდიდელმა ბიზნესმენებმა და კერძო პირებმა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებისა და პრობლემების მოსაგვარებლად თანხები გაიღეს. ზუგდიდის მერი, გიორგი შენგელია ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს: "ადგილობრივ ბიზნესმენების დახმარებით შევქმენით გარკვეული აქტივები, იმისთვის, რომ დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ჩვენს მოქალაქეებს პირველადი სასურსათო პროდუქტებით. დაახლოებით 1 400 სასაჩუქრე პაკეტი არის გამზადებული, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, იმ მოქალაქეებისთვის ვისაც განსაკუთრებულად სჭირდება მზრუნველობა ჩვენი მხრიდან. ეს პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება.” ბიზნესმენები და კერძო პირები, რომლებიც მოსახლეობას დაეხმარებიან : ზურაბ კვირკვია - 50 000 ლარის პროდუქტი; სოსო გოგოხია - 1000 ლარის პროდუქტი; ზურაბ გოგოხია - 1000 ლარის პროდუქტი; გოგი შეროზია - 3000 ლარის პროდუქტი; კობა ჯიშკარიანი - 500 ლარის პროდუქტი; გიორგი შელია - 500 ლარის პროდუქტი; ელგუჯა ვეკუა - 500 ლარის პროდუქტი; შოთა ლაშხია - 500 ლარის პროდუქტი; "კოკა კოლა" - 25 ოჯახი; სტუდენტი (არ ისურვა ვინაობის გამხელა)-10 ოჯახი; მამუკა ჟღენტი - 30 ოჯახი; "ლეთო"- 40 ოჯახი; არჩილ თოდუა, მალხაზ ჭკადუა -104 ოჯახი;
#ზუგდიდი
#მოსახლეობა
#ბიზნესმენები
#კერძოპირები
#დახმარება
#ზუგდიდისმერი
#zugdididaily
0