“ვფიქრობ, რომ სტადიონზე ჩავატაროთ აღდგომის წირვა “— მეუფე ანტონი ანუ რაის სტადიონი?!

0
“არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი” საკმაოდ კარგად დამრჩა მეხსიერებაში სახარებიდან წაკითხული , როდესაც წირვას ვესწრებოდი ხოლმე. დეფინიცია მიჭირდა, რა იყო უფლის გამოცდა. გავიდა დრო და გავიაზრე, გავიგე.. ახლა კი მაოცებს ზოგიერთი სასულიერო პირის გაუაზრებელი და გაუცნობიერებელი მოწოდებები , მაოცებს საპატრიარქოს პოზიცია.. რატომ ცდილობენ ამხელა მრევლის შეკრებას როდესაც სოციალურ დისტანციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აღდგომა სიცოცხლის დღესასწაულია, იმედის, სიხარულის, სიყვარულის. ნუ დავამარცხებთ ჩვენს ექიმებს და სახელმწიფოს უხილავ და ვერაგ მტერთან ბრძოლაში. მოქალაქეობრივი თვითშეგნება და ერთიანობა უნდა გამოვიჩინოთ სწორედ ასეთ დროს. ძალიან ბევრი ხალხი მოიყრის თავს ლიტანიობაზე და ეს საქციელი შეიძლება ლეტალურად დასრულდეს. აღდგომას ყველა ერთნაირად ზეიმობს ვისაც სიცოცხლე უყვარს და ამ სიხარულს ლოკაცია და თავშეყრა სადმე სულაც არ სჭირდება. ჯანმრთელობას, იმედს და სიყვარულს გისურვებთ. დარჩი სახლში- ჩემი , შენი, ჩვენი ❤️სთვის!!! “არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი”
0