ქუთაისის სკოლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
Kutaisi Daily
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც სკოლაში აცხადებენ, ყველა მასწავლებელი გაიტესტა და თვითიზოლაციაში გადავიდა. განმეორებითი ტესტირება კი 20 სექტემბერს ჩაუტარდებათ.
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყებაც გადაიდო. სასწავლო პროცესი სკოლაში 1-ელ ოქტომბერს განახლდება.
არსებული ინფორმაციით, სკოლის თანამშრომლის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ის ე.წ. ქორწილის კლასტერიდანაა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#კორონავირუსი_
#ვირუსი
#ქუთაისი
#სწავლის
დაწყება
#kutaisidailily
წყარო - mtavariarkhi