კორონავირუსით დაინფიცირებული სპორტსმენი, რომელიც სამეგრელოში იმყოფებოდა.
ერთ-ერთ ძალოსან სპორტსმენს, რომელიც სამეგრელოს რამდენიმე ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა კორონავირუსი დაუდასტურდა.
სპორტსმენის ვინაობას არ ასახელებენ, მაგრამ ირკვევა, რომ მისი საკონტაქტო წრე ძალიან ფართოა. ის იმყოფებოდა დედაქალაქში სხვადასხვა ადგილას და ასევე სამეგრელოს რამდენიმე რაიონში იყო სტუმრად. ინფიცირებულს საზღვარგარეთის ისტორია არ აქვს.
წალენჯიხაში მისი კონტაქტების რაოდენობა დაახლოებით 16-ია. წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თამარ კვარაცხელია ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს:
„დახლოებით 6 ადამიანია, ვისთანც ის ოჯახში იმყოფებოდა. არიან ისეთებიც, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა ხელის ჩამორთმევით, ან ერთ სივრცეში ყოფნით, ამ ადამიანების ნაწილი უკვე გადაყვანილია კარანტინში, ნაწილი ახლა გადაგვყავს.”
სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, სპორტსმენს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 27 მარტს კონტაქტი ჰქონდა ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში.
#ზუგდიდი
#წალენჯიხა
#ჩხოროწყუ
#სპორტსმენი
#ინფიცირებული
#კორონავირუსი
#zugdididaily