ბათუმში ბარები და კლუბები იხურება?
Tbilisi Daily
კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ბათუმში ბარები და ღამის კლუბები იხურება. გავრცელებული ინფორმაციით, მიღებული გადაწყვეტილება ბათუმში კორონავირუსის შემთხვევების მატებას და საკონდიტრო მაღაზია „დონას” კლასტერს უკავშირდება.
„გაგვაფრთხილეს ჯანდაცვის სამინისტროდან. გუშინ ბოლო კონცერტი გვქონდა და დღეს ვიხურებით. თუმცა ვფიქრობ ვიმუშავებთ 11 საათამდე, როგორც რესტორანი. ზუსტად არ ვიცით. ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას“- ამბობს ერთ-ერთი კლუბის მენეჯერი.
კორონავირუსის დადასტურებული 38 შემთხვევიდან 22 ბათუმში დაფიქსიდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან აჭარაში კარვებთან ერთად კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი.
ასევე დაემატა კარავი და დღეიდან ტესტირება ბულვარის ტერიტორიაზე სამ ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი. ახალი კარავი განთავსდა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. კარვებში ტესტირება შესაძლებელია 11:00-დან 23:00 საათამდე.
#ახალიამბები