მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, ვიცე-პრემიერად 24 აპრილს დაინიშნოს

Tbilisi Daily

,,უკრანსკაია პრავდას" ცნობით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა უკრაინის ვიცე-პრემიერად დაინიშნოს რეფორმების საკითხებში. ექსპრეზიდენტმა უკვე დაიწყო არაფორმალური შეხვედრები ფრაქცია „სლუგა ნაროდა“-ს დეპუტატებთან და მათი დარწმუნება, მხარი დაუჭირონ მის დანიშვნას უკრაინის მთავრობაში. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ ფრაქციაში სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, პარასკევს, 11:00 საათზე უნდა გაიმართოს ფრაქციის სხდომა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება. ამავე წყაროს ცნობით, მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, ვიცე-პრემიერად 24 აპრილს დაინიშნოს. მოგვიანებით, თავად სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს უკრაინის ხელისუფლების შეთავაზება. #მიხეილსააკაშვილი #უკრაინა #ვიცეპრემიერი #tbilisidaily