საქართველოში კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა - ეზუგბაია

ByM.m.m.Georgia
0
უკანასკნელი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით 3 ახალი პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, COVID-19-ით 31 მოქალაქე სრულიად განიკურნა. აღნიშნულ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, მარინა ეზუგბაია ავრცელებს. "სულ 28 გამოჯანმრთელებული იყო, ახლა 31 გახდა. სამმა პაციენტმა ჩვენი კლინიკა დატოვა", - განაცხადა ეზუგბაიამ. როგორც ცნობილი გახდა, დღეს გათავისუფლებული პაციენტები გერმანიის კლასტერს განეკუთვნებიან. მათ ტესტი დღეს დილით ჩაუტარდათ და უარყოფით პასუხი ცნობილი გახდა. ბოლო დადასტურებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირისის 157 ფაქტი დადასტურდა. სამწუხაროდ, 1 ადამიანი გარდაიცვალა.
#კორონავირუსი
#პანდემია
#საქართველო
#ეზუგბაია
#COVID19
#coronavirus
#pandemic
ByM.m.m.Georgia
0