2 votes
0 comments
0 shares
Save
154 views
Ailin Tadeeva
Perma · 3 months ago

ბალბული და ყიყინა


Ailin Tadeeva
Perma · 3 months ago
Similar Posts
Sokhumi Daily
Tbilisi · 1 day ago
საქართველოს საკითხი სოხუმში დაპირისპირების საგანი გახდა
აფხაზეთის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას არჩევისა და ხელისუფლებაში მისი გუნდის მოსვლის შემდეგ, აფხაზურ პარტია “ამცახარასა” და საზოგდოებრივ მოძრაობა “არუაას” შორის საქართველოს საკითხი დაპირისპირების საგანი გახდა. საუბარია დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას რამდენიმე დღის წინანდელ კომენტარზე, რომლის შესაბამისად, “საქართველოსგან აფხაზეთი აღიარებას არ მოითხოვდა” . “ჩვენ არ ვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებას, თუმცა ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება ის შეთანხმებაა, რომელიც ჩვენ შორის შესაძლო ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ თუ სხვა საკითხზე დიალოგის შესაძლებლობას იძლევა. ჩემთვის გაუგებარია, ამ დრომდე რატომ არ არის ხელმოწერილი შეთანხმება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორც კი ეს პუნქტი შესრულდება, ყველაფერი ძალიან კარგად წარიმართება”, – განუცხადა ბჟანიამ რუსულ მედიას. ბჟანიას აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით აფხაზეთის ახალი დე ფაქტო ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილმა და ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ “არუაამ”, რომლის წევრები აფხაზეთის ომის ვეტერანები არიან, საპარლამენტო მოსმენების დანიშვნა მოითხოვა და ახალი ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა. “ჩვენი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც დამოუკიდებლობაზეა ორიენტირებული, რევიზიას ექვემდებარება, რაც ხელს უწყობს საზოგადოებაში დაძაბულობის ზრდას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და უსაფრთხოებას”, – ნათქვამია “არუაას” მიმართვაში. “არუაა” აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია საქართველოსთან რაიმე ტიპის, მათ შორის სავაჭრო, ურთიერთობები იმ პირობებში, როდესაც თბილისი არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. “არასწორია საქართველოსთან ლეგალური ვაჭრობა იმ მოტივით, რომ კონტრაბანდა აღარ არსებობდეს საზღვარზე. ისედაც შეუძლიათ ებრძოლონ ამ კონტრაბანდას. საქართველო არ აღიარებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და არც განაბაჟებს რაიმე ტვირთს”. მოძრაობა მიიჩნევს, რომ მსგავსი პოზიციით ბჟანია და ახალი ხელისუფლება ეთანხმებიან თბილისის მიერ სოხუმისთვის შეთავაზებულ პროგრამას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის”, რომელიც “აღიარების გარეშე ჩართულობას” ითვალისწინებს და “საქართველოს მიზანიც აფხაზეთის ამ პროცესში ჩათრევაა”. “ამ აკრძალვების ნებისმიერ დასუსტებას შევაფასებთ როგორც საფრთხეს ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. გინდათ ევაჭროთ იმათ, ვინც გუშინ გხოცავდათ და დღეს არ გაღიარებთ?” “არუაას” მიმართვას ასევე მიმართვით გამოეხმაურა აფხაზეთის პოლიტიკური პარტია “ამცახარა”, რომელიც ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტისა და ხელისუფლების მხარდამჭერია. “ამ პოპულისტური განცხადებებით “არუაა” ცდილობს ქვეყნის რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას. “არუააელებს” კარგად ესმით, რომ საზღვრების გახსნა და ლეგალური სავაჭრო ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკაში გარღვევა იქნებოდა. მით უმეტეს, მათთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეს ეკონომიკური საქმიანობა ისედაც უკანონოდ მიმდინარეობს. ჩვენ გვესმის, რომ დღეს, როდესაც ხელისუფლების მიერ კორუფციის და სხვა დანაშაულების წინააღმდეგ რეალური ბრძოლაა დაწყებული, მათ ეშინიათ. მოვიდა დრო, რომ პასუხი აგონ”. ამასთან, “ამცახარას” საკუთარ მიმართვაში მოჰყავს აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ციტატა, სადაც ის ამბობს: “განცდა მაქვს, რომ გარკვეული ადამიანები ქმნიან გარკვეულ ვაკუუმს ჩვენი ურთიერთობებისთვის, და ეს განცდა არ მშორდება. მჯერა იმის, რომ საქართველო და აფხაზეთი ნორმალურად განვითარდება და დადგება მომენტი, როდესაც ჩვენ გაბედულად და მშვიდად ერთმანეთს ხელს გავუწვდით და არ შეგვეშინდება იმის, რომ ზურგს უკან ერთმანეთისთვის დასაშენ ქვებს ვმალავთ. მინდა ამის მჯეროდეს, რადგან ჩვენი ხალხი ქართველ ხალხში არასოდეს ხედავდა მტერს”. “ამცახარა” აცხადებს, რომ “მაკომპრომატირებელი” მასალები ჯერ კიდევ სერგეი ბაღაფშსა და ალექსანდრ ანქვაბზე [რაულ ხაჯიმბამდე ორივე დე ფაქტო პრეზიდენტი იყო] ჰქონდათ, “დღეს კი იგივეს აკეთებენ ასლან ბჟანიას წინააღმდეგ, ამავე დროს კი,”საკუთარი კუმირის, ხაჯიმბას სახელის შებღალვა არ უნდათ, რომლის ხელისუფლებაში მოსაყვანად ქვეყანა რამდენჯერმე სამოქალაქო დაპირისპირების რისკის ქვეშ დააყენეს. ხმა არ ამოუღიათ, როდესაც ხაჯიმბა და მისი გუნდი ქვეყანაში ქაოსს თესავდნენ, დანაშაული იზრდებოდა, დღისით და მზისით ადამიანებს იტაცებდნენ, ხდებოდა მკვლელობები, ყაჩაღობა, ნარკოტიკების გავრცელება, ქონების მიტაცება და ა.შ.”, – ციტირება “ამცახარას” მიმართვიდან. ასლან ბჟანია, დე ფაქტო პრეზიდენტობის პირველივე დღეებში, სხვადასხვა ინტერვიუში აცხადებდა, რომ მზად იყო “საქართველოსთან დიალოგისთვის”, რამაც აფხაზეთის საზოგადოების ნაწილში კრიტიკა გამოიწვია. ბჟანიას რამდენჯერმე მოუწია საკუთარი სიტყვების განმარტება და აფხაზური საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ შესაძლო დიალოგით “აფხაზეთის დამოუკიდებლობას” არ თმობს. ბჟანიას აღნიშნული პოზიცია თბილისთან დიალოგის შესახებ ქართულ საექსპერტო წრეებშიც “ხელსაყრელ შესაძლებლობად” შეფასდა. წყარო: netgazeti ავტორი: ნინო კახიშვილი#სოხუმი #აფხაზეთი #ოკუპაცია #პოლიტიკა #sokhumidaily
AstroGeorgia
Tbilisi · 1 day ago
15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი!
ვერძი ამ დღეს თქვენთვის დამახასიათებელი იქნება სტაბილურობა, დისციპლინა და ემოციების კონტროლი, რაც კრიტიკულ სიტუაციებში ნათესავებთან სკანდალებსა და უთანხმოებას აგაცილებთ თავიდან. ოჯახური ჰარმონია თქვენს ხელშია, მთავარია მისი პირობები და თქვენი უზადო ქცევა. კურო მარტოხელა კუროები ახალ ურთიერთობას დაიწყებენ. სასიყვარულო რომანები არა მხოლოდ გრძნობების მორევში ჩაფლობას, არამედ, საბოლოოდ, ოჯახის შექმნას გულისხმობს. არ გაუშვათ ხელსაყრელი შანსი იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანთან საცხოვრებლად გადახვიდეთ და მასთან ოჯახი შექმნათ. ტყუპები ეს დღე სიკეთესთან, გულისხმიერებასთან და დახმარებასთან ასოცირდება. ამ დღეს შეგიძლიათ, თამამად დახარჯოთ ფული, ისე, რომ არ ინანოთ. მიუხედავად სირთულეებისა, ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ ახლობელი ადამიანის დასახმარებლად. კირჩხიბი ამ დღეს კამათი მოგიწევთ და ბევრი დაბრკოლება შეგხვდებათ. მშვიდი პერიოდი მხოლოდ დღის პირველ ნახევარში გექნებათ. ხმაური და ეჭვიანობის სცენები თქვენში გაღიზიანებას გამოიწვევს. გამოიჩინეთ გონიერება და ყველაფერს იუმორით შეხედეთ. ლომი უძრავ ქონებასთან ან ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები, შესაძლოა, ჩიხში შევიდეს. სამაგიეროდ, ახალი გეგმები გაგიჩნდებათ, რომლებიც სასარგებლო საქმიან კონტაქტებს მოგიტანთ. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ პირად ცხოვრებაში გაგაღიზიანებთ პარტნიორის კაპრიზები, რომელიც ქედმაღლობაში დაგადანაშაულებთ. მასთან მოლაპარაკებას შეძლებთ, თუკი ჯანსაღ მსჯელობასა და ლოგიკას მიმართავთ. ქალწული მიუხედავად იმისა, რომ მიზანდასახულობით არ გამოირჩევით, ცხოვრებაში შესაძლოა, ახალი გეგმები დასახოთ და წარმატებას მიაღწიოთ. საკუთარ ვალდებულებებს მარტივად გაუმკლავდებით. თანდათანობით, მაგრამ დამაჯერებლად მიიწევთ კარიერულ საფეხურზე. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოცდილება და ცოდნა დაიგროვოთ, შემდეგ კი გრანდიოზული გეგმების შედგენას შეუდგეთ. სასწორი ინტრიგები, შური, მოულოდნელი დაბრკოლებები თქვენს გეგმებს აბსოლუტურად შეცვლის. აუცილებლად დაგჭირდებათ მეგობრებისა და გავლენიანი ადამიანების დახმარება. გაატარეთ დღის გარკვეული ნაწილი ბუნებაში, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ბნელ აზრებს და ცუდ ამინდს. დაწექით დასაძინებლად შედარებით ადრე, რათა კარგად გამოიძინოთ. მორიელი ამ დღეს გულუბრყვილობით გამოირჩევით და ადვილად შეძლებენ თქვენს მოტყუებას. ეს შეგრძნება არ გამოირიცხება პირად გრძნობებშიც. მეტ-ნაკლებად წარმატებული იქნება თქვენთვის თხის რქებთან ურთიერთობა, რაც სიმშვიდეს მოგანიჭებთ. მშვილდოსანი პრობლემები, რომლებიც შესაძლოა, ამ დღეს წარმოგექმნათ, თქვენგან გაძლიერებულ თვითკონტროლს მოითხოვს. ძალიან მოუთმენელი ხართ და შედეგებს დაუყოვნებლივ ელოდებით. წარმატების მისაღწევად და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის მოიმარაგეთ მოთმინება და შეზღუდეთ საკუთარი თავი სიამოვნების მიღებაში. თხის რქა არ გამოირიცხება, ამ დღეს განვითარებულმა მოვლენებმა ჯერ აქტიური მოქმედებებისკენ გიბიძგოთ, შემდეგ კი სრულიად მოგადუნოთ. თუკი ინიციატივას გაუშვებთ ხელიდან, შესაძლოა, სხვისი წნეხის ქვეშ აღმოჩნდეთ. მერწყული თქვენი ავტორიტეტი პირდაპირ კავშირშია თქვენს განათლებასთან. ნაკლებად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სწავლის პროცესში ხართ და სანაცნობო წრე ხშირად გეცვლებათ. შეეცადეთ, მუდმივად შეინარჩუნოთ მეგობრული და შემოქმედებითი კონტაქტები, მაგრამ კარიერული განვითარებისთვის ძირითადი აქცენტი მაღალი რანგის პარტნიორებზე გადაიტანეთ. თევზები ფიზიკურ აქტივობასა და ფსიქიკურ ენერგიაში სრული აფეთქება გელოდებათ. ამის მიზეზი, დიდი ალბათობით, გადაღლილობაა. ეს დღე შესანიშნავია მშვიდ და ოჯახურ გარემოში სამუშაოდ. აუცილებლად დაუთმეთ დრო საკუთარ ჯანმრთელობას და ჩაიტარეთ გამოკვლევა პროფილაქტიკის მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კუჭის მდგომარეობას.
Mariam Chabrava
Perma · 3 months ago
ჯარედ ლეტომ კორანავირუსის შესახებ ახლა გაიგო
ჯარედ ლეტომ ახალი კორონავირუსის პანდემიის შესახებ დღეს გაიგო
ჯარედ ლეტომ ახალი კორონავირუსის პანდემიის შესახებ დღეს გაიგო
ჯარედ ლეტომ ახალი კორონავირუსის პანდემიის შესახებ დღეს გაიგო
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 day ago
ვინ არის „კაწროს“ მამა და როგორ გახდა ის „კანონიერი ქურდი“?
ავთანდილ ბილანიშვილის ოჯახმა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა. ბილანიშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის თქმით, გვრამიას ტელეეთერით დაუზუსტებელი და განზრახ დამახინჯებული ფაქტი გაავრცელა, როდესაც ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ სახელი 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეს დაუკავშირა.„ის, რომ ავთო ბილანიშვილი ამ საქმესთან არაფერ შუაშია და არც რომელიმე ბრალდებულს იცნობს, მოგვიანებით თავად ნიკა გვარამიამაც დაადასტურა, თუმცა მის მიერ გამოგონილი ინფორმაციის, უფრო სწორედ დეზინფორმაციის გამო დღემდე გრძელდება ფსიქოლოგიური წნეხი ბილანიშვილების ოჯახის მიმართ. ავთო ბილანიშვილის ამ საქმეში გარევა მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მას მეგობრული ურთიერთობა აქვს ბერა ივანიშვილთან, ხოლო მამის ფაქტორის გამო შეეცადნენ წარმოეჩინათ, რომ ხელისუფლება ქურდებთან ერთად შაქარაშვილის მკვლელებს აფარებს ხელს, რაც არის სრული აბსურდი. ავთო ბილანიშვილის მამა წლებია საქართველოში არ და ვერ ჩამოდის“, – ამბობს ადვოკატი. ვინ არის „კაწროს“ მამა? 70 წლის კაკო ბილანიშვილს ქურდულ სამყაროში ნამდვილად კარგად იცნობენ. ბოლოს ის 2013 წელს უკრაინაში დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს. კაკო ბილანიშვილი საქართველოში ოთხჯერ იყო გასამართლებული, მათ შორის ორჯერ თბილისის, ერთხელ საგარეჯოს და ერთხელ სიღნაღის სასამართლოების მიერ. კაკო ბილანიშვილი წარმოშობით საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულიდან არის, თუმცა მისი ოჯახი წლებია თბილისში, ნახალოვკაში ცხოვრობს. რამდენიმე ხნის წინ უცხოელმა ექიმებმა მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. ამჟამად ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, თუმცა საქართველოში შემოსვლას მოსალოდნელი დაპატიმრების გამო მაინც ვერ ახერხებს. ბილანიშვილი „კანონიერ ქურდად“ 1995 წელს გიორგი შავლიაშვილმა, მეტსახელად „ბუშლატამ“ აკურთხა, რომელიც ასევე პატარძეულიდან გახლდათ და იქვეა დასაფლავებული.
Levani Zaridze
Perma · 1 year ago
:-)
შეთქმულების თეორია
Tbilisi · 1 day ago
მიხეილ სააკაშვილი მთავრობაში ქურდებმა მოიყვანეს!
საქართველოს ისტორია საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა,ასევე საინტერესო და მრავალფეროვანია მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის კარიერა პოლიტიკურ სარბიელზე. არსებობს კონსპირაციული თეორია იმის შესახებ, რომ სააკაშვილს ვარდების რევოლუციაში გვერდით შავი სამყარო ედგა. ამ თეორიას აქვს არსებობის უფლება, რადგან ირიბად თუ პირდაპირ ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს მათი კავშირის შესახებ. დაფასება ისეთი რამაა,რასაც ბატონი მიხეილი მუდმივად გაურბოდა, თუმცა არასდროს გაურბოდა ბრუტალურ და აქტიურ ნაბიჯებს. არც საკუთარი პარტიის წევრების ციხეში ჩასმას ერიდებოდა, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ. ამ კონსპირაციული თეორიის იდეა შემდეგია: ვარდების რევოლუციამდე მიხეილ სააკაშვილს სჭირდებოდა ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ ეს გრანდიოზული რევოლუცია ბოლო წერტილამდე მიეყვანა. ფინანსების მოძიებაში ბატონ მიხეილს ვინ დაეხმარა ალბათ დღეს ვერ გაიხსენებს, თუმცა არსებობს ფაქტები იმის შესახებ, რომ მას ქურდული სამყაროს ავტორიტეტი და კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი მფარველობდა. ვისაც გახასოვთ მიხეილ სააკაშვილის წინა საარჩევნო ისტერია ,აუცილებლად მიხვდებით რაზეც არის საუბარი. სააკაშვილი რომ მამა აბრამის ბატკანი არ არის ეს ფაქტია, თუმცა, მან საკუთარი ხერხებით მოახერხა ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება და ბოლოს თავის ახალ დავით აღმაშენებლად გამოცხადება!
Tbilisi Daily
Tbilisi · 11 hours ago
ვინ იყო შაქარაშვილის შეყვარებული და რა მისწერა გოგონამ ფეხბურთელს
ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხუ­ლი მე­გობ­რის, ლუკა გო­გა­ვას ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს მცხე­თა­ში, და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყო­ფი ერთ-ერთი გოგო, მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი მოს­წონ­და. გო­გა­ვას ჩვე­ნე­ბას “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი” აქ­ვეყ­ნებს. ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ ლუკა გო­გა­ვამ გური ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის­გან გა­ი­გო, რომ და­ბა­დე­ბის დღე­ზე სი­ტუ­ა­ცია და­ძა­ბუ­ლი იყო, რად­გან „ბი­ჭებს სურ­დათ თა­ვი­ან­თი დო­მი­ნან­ტო­ბის წარ­მო­ჩე­ნა გო­გო­ე­ბის წი­ნა­შე“. მი­სი­ვე თქმით, ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი ასე­ვე სა­უბ­რობ­და და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყო­ფი დი­ჯე­ის მი­მართ აგ­დე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­სა და მი­მარ­თვებ­ზე. “ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი არი­ან გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, ოლეგ ბო­ბო­ხი­ძე და აწ გან­სვე­ნე­ბუ­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი. ჩვენ ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ვართ, სკო­ლის პე­რი­ო­დი­დან… ბევრ დროს ვა­ტა­რებ­დით ერ­თად და ერ­თმა­ნე­თის ბევ­რი სა­ი­დუმ­ლო ვი­ცო­დით. მე, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, ოლეგ ბო­ბო­ხი­ძე და აწ გარ­დაც­ვლი­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გარ­და ახლო მე­გობ­რო­ბი­სა, ასე­ვე ერთი უბ­ნე­ლე­ბიც ვი­ყა­ვით. ჩვენს უბან­ში, ვა­ზი­სუბ­ნის და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი, ლიზი ნა­დი­რა­ძე და ლიზი ქსოვ­რე­ლი, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის არის ცნო­ბი­ლი, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი არი­ან და ცეკ­ვა­ვენ „ქვინ დენს სტუ­დი­ო­ში“. გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი 2018 წლის შემ­დეგ მე­გობ­რობ­და მა­რი­ამ ხა­ტის­კაც­თან, ისი­ნი ხში­რად და­დი­ოდ­ნენ ხოლ­მე ერ­თად. 2020 წლის მა­ი­სის და­სა­წყის­ში, ზუს­ტი დრო არ მახ­სოვს, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა მე და ოლეგ ბო­ბო­ხი­ძეს გვი­თხრა, რომ მოს­წონ­და მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი და მას­თან აყა­ლი­ბებ­და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას. ასე­ვე გვი­თხრა, რომ მო­წო­ნე­ბა ორ­მხრი­ვი იყო და მა­რი­ამ ხა­ტის­კაც­საც მოს­წონ­და იგი. მოკ­ლედ, ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი­სა და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­გო, რამ­დე­ნა­დაც მე ვიცი, ვი­ნა­ი­დან იგი ჩვენ­თან ერ­თად არ იყო იმ დროს, რო­დე­საც გი­ორ­გიმ მე და ოლეგს გვი­თხრა ამის შე­სა­ხებ. 2020 წლის მა­ი­სის ბო­ლოს­კენ, ზუს­ტი რი­ცხვი არ მახ­სოვს, მე ვი­ყა­ვი სახ­ლში, რა დრო­საც ჩემ­თან მო­ვიდ­ნენ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და ოლეგ ბო­ბო­ხი­ძე. ჩვენ ეზო­ში ვმოძ­რა­ობ­დით და თან ვსა­უბ­რობ­დით, რო­გორც ყო­ველ­თვის. გი­ორ­გიმ და­ი­წყო სა­უ­ბა­რი და მი­თხრა, „ვერ და­ი­ჯე­რებ რა მოხ­და“, რის შემ­დე­გაც მე და­ვინ­ტე­რეს­დი, თუ რა მოხ­და და და­ვუს­ვი მას კი­თხვა, რა­ზე­დაც გი­ორ­გიმ მი­პა­სუ­ხა „მა­რი­ამ ხა­ტის­კაც­მა მომ­წე­რა, აღარ მომ­წონ­ხა­რო“, თან ოლეგ ბო­ბო­ხი­ძის ტე­ლე­ფონ­ში გახ­სნა თა­ვი­სი „ფე­ის­ბუ­ქი“ და მაჩ­ვე­ნა მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცის­გან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა. რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში ეწე­რა: „მგო­ნი აღარ მომ­წონ­ხარ“, გი­ორ­გის პა­სუ­ხის ფორ­მუ­ლი­რე­ბა აღ­ნიშ­ნულ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე მე ზუს­ტად არ მახ­სოვს, თუმ­ცა, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად იგი გა­ო­ცე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და მა­რი­ა­მის შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე და შემ­დეგ­ში მისი ნახ­ვა უნ­დო­და სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­სარ­კვე­ვად. მე, ოლეგ ბო­ბო­ხი­ძემ და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა ის დღე ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ, ვსა­უბ­რობ­დით, თუ რა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო იმის მი­ზე­ზი, რომ მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი გი­ორ­გის და­შორ­და. 2020 წლის ივ­ნი­სის შუა რი­ცხვე­ბი იქ­ნე­ბო­და, რო­დე­საც მე გი­ორ­გის­გან გა­ვი­გე, რომ იგი და გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ვინ­მე ანი გა­ბე­ჩა­ვას და­ბა­დე­ბის დღე­ზე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნა­დაც გა­ვი­გე, ასე­ვე „ქვინ დენს სტუ­დი­ოს“ მო­ცეკ­ვა­ვე იყო და მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცის, ლიზი ნა­დი­რა­ძის და ლიზი ქსოვ­რე­ლის სა­მე­გობ­რო წრი­დან იყო, ოღონდ ეს დე­ტა­ლი ზუს­ტად არ ვიცი. ზო­გა­დად, გი­ორ­გის სა­უბ­რი­დან შე­მექ­ნა ასე­თი წარ­მოდ­გე­ნა. გი­ორ­გი და­ბა­დე­ბის დღემ­დე რამ­დე­ნი­მე­ჯერ ვნა­ხე, იგი გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო და ემ­ზა­დე­ბო­და და­ბა­დე­ბის დღე­ზე წა­სას­ვლე­ლად. ზო­გა­დად, გი­ორ­გი ასეთ სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ძა­ლი­ან პე­დან­ტუ­რი იყო, ამ და­ბა­დე­ბის დღე­ზე წა­სას­ვლე­ლა­დაც რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე და­ი­წყო მზა­დე­ბა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და წი­ნას­წარ ტან­საც­მლის შერ­ჩე­ვა­ში, ტრან­სპორ­ტის ხარ­ჯე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­ში და ა.შ. 18 ივ­ნისს, შუ­ა­დღის სა­ა­თებ­ში, გი­ორ­გიმ და­მი­რე­კა ოლე­გის მა­მის ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რი­დან და მთხო­ვა, მის­თვის მე­თხო­ვე­ბი­ნა ჩემი ჩან­თა. მე სა­კუთ­რე­ბა­ში მქონ­და მცი­რე ზო­მის, მუქი ლურ­ჯი ფე­რის, წელ­ზე შე­მო­სახ­ვე­ვი ჩან­თა, ე.წ. „ბარ­სეტ­კა“, რო­მე­ლიც მთხო­ვა გი­ორ­გიმ… 2020 წლის 19 ივ­ნისს, დი­ლის სა­ა­თებ­ში, ზუს­ტი დრო არ მახ­სოვს, ალ­ბათ, 11-12 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, რა დრო­საც მე „ფე­ის­ბუქ­ზე“ მო­მი­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა ჩემი მე­გო­ბა­რი ოლეგ ბო­ბო­ხი­ძის­გან, რო­მელ­შიც ეწე­რა „ბიჭო, შა­ქა­რა და­ი­კარ­გა, გუ­შინ ღა­მის მერე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა“. შე­ტყო­ბი­ნე­ბის წა­კი­თხვის შემ­დეგ მე და­ვუ­რე­კე ოლეგს და ვე­სა­უბ­რე დე­ტა­ლებ­ში გა­სარ­კვე­ვად. სა­უბ­რის დროს ოლე­გიმ მი­თხრა, რომ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩხუ­ბი მოხ­და, რო­მელ­შიც გი­ორ­გის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია, თუმ­ცა, მას შემ­დეგ აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. მისი გან­მარ­ტე­ბით, იგი გი­ორ­გის ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად მცხე­თა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რა­ზე­დაც მე და­ვუ­კავ­შირ­დი გი­ორ­გის ნა­თე­სავს, მი­ხე­ილ ონაშ­ვილს, ლავ­რენ­ტი ჯა­ლა­ღო­ნი­ას და ჩემს მე­გო­ბარს ალე­კო ნავ­რო­ზაშ­ვილს. ჩვენ შე­ვიკ­რი­ბეთ და წა­ვე­დით მცხე­თა­ში. ად­გილ­ზე იყ­ვნენ გი­ორ­გის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი, ასე­ვე ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ოლეგ ბო­ბო­ხი­ძე. გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი ამ დრო­ის­თვის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში იყო. მე ბო­ბო­ხი­ძის­გან გა­ვი­გე, რომ ღა­მით, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 სა­ა­თის­კენ, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა მი­წე­რა მას, რომ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩხუ­ბი მოხ­და, ის და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი არა­ფერ შუ­ა­ში იყ­ვნენ, გვი­ან ლის­ზე მი­დი­ოდ­ნენ, რა დრო­საც მან­ქა­ნა მო­ვი­და, უმი­ზე­ზოდ და­უ­წყეს ჩხუ­ბი, რის შემ­დე­გაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მგზავ­რებ­მა გუ­რა­მი ჩა­ის­ვეს ავ­ტო­მო­ბილ­ში, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი კი გა­იქ­ცა… გი­ორ­გის ძებ­ნის პრო­ცეს­ში მე კო­მუ­ნი­კა­ცია მქონ­და გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­თან. ვე­კი­თხე­ბო­დი და­ბა­დე­ბის დღე­ზე მომ­ხდა­რი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რა­ზე­დაც იგი მიყ­ვე­ბო­და შემ­დეგ ის­ტო­რი­ას: და­ბა­დე­ბის დღე­ზე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი მი­ვიდ­ნენ დაგ­ვი­ა­ნე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ა­თის შემ­დეგ. ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს იქ მყო­ფე­ბი უკვე ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდათ. მი­სი­ვე გად­მო­ცე­მით, სი­ტუ­ა­ცია და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყოფ ხალ­ხს შო­რის და­ძა­ბუ­ლი იყო, რამ­დე­ნა­დაც მე გა­ვი­გე, ბი­ჭებს სურ­დათ თა­ვი­ან­თი დო­მი­ნან­ტო­ბის წარ­მო­ჩე­ნა გო­გო­ე­ბის წი­ნა­შე, მე­ო­რე მი­ზე­ზად კი ასა­ხე­ლებ­და, და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყო­ფი დი­ჯე­ის მი­მართ აგ­დე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­სა და მი­მარ­თვებს. და­ძა­ბუ­ლო­ბა მალე გა­და­ი­ზარ­და ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, რო­მელ­შიც სა­ბურ­თა­ლო­ე­ლებ­მა და­ჩაგ­რეს “ნა­ხა­ლოვ­კე­ლე­ბი”, რის შემ­დე­გაც “ნა­ხა­ლოვ­კე­ლე­ბი” ად­გი­ლი­დან წა­ვიდ­ნენ. ად­გილ­ზე დარ­ჩე­ნი­ლებ­მა კი გა­და­წყვი­ტეს ლის­ზე წას­ვლა და და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნის იქ გაგ­რძე­ლე­ბა. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით მყო­ფებ­მა ჩა­ის­ვეს გო­გო­ე­ბი და წა­იყ­ვა­ნეს ლის­ზე, დარ­ჩე­ნი­ლებ­მა კი გზა­ზე გას­ვლა და სხვა ტრან­სპორ­ტით ჩა­მოს­ვლა გა­და­წყვი­ტეს თბი­ლის­ში. გუ­რა­მის გად­მო­ცე­მით, 5-6 ადა­მი­ა­ნი მოძ­რა­ობ­და გზა­ზე ფე­ხით. გად­მოკ­ვე­თეს არაგვზე არ­სე­ბუ­ლი ხიდი, რა დრო­საც მათ წა­მო­ე­წი­ათ ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლი­და­ნაც გად­მო­ვი­და რამ­დე­ნი­მე პი­როვ­ნე­ბა და და­უ­წყეს მათ ცემა, რა­ზეც გუ­რა­მი და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი სხვებ­თან ერ­თად გა­იქ­ცნენ ად­გი­ლი­დან, შემ­დეგ კი მობ­რუნ­დნენ უკან, მი­ვიდ­ნენ იქ მყოფ პირ­თან, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე მათ­თან ერ­თად მოძ­რა­ობ­და და ნა­ცე­მი იყო. ამ დროს, მე­ო­რე ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­ვი­და, შე­ჩერ­და მათ წინ, იქი­და­ნაც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი გად­მო­ვი­და და გა­ე­მარ­თნენ მათ­კენ, რა დრო­საც გუ­რა­მი, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და მათი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი ისევ გა­იქ­ცნენ ხი­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გუ­რა­მის გად­მო­ცე­მით, ის ხი­დის მე­ო­რე მხა­რეს გა­და­ვი­და სირ­ბი­ლის დროს, იგი კი უკან მიყ­ვე­ბო­და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს. ხი­დის ბო­ლო­ში გზას­თან არ­სე­ბუ­ლი მცი­რე ზო­მის შე­ნო­ბა და­ი­ნა­ხა და იმის უკან გა­და­წყვი­ტა და­მა­ლუ­ლი­ყო. შა­ქა­რაშ­ვი­ლი კი, ბოლო მო­მენ­ტში, რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, ხი­დის ქვეშ ჩა­მა­ვალ ვიწ­რო გზა­ზე ჩარ­ბო­და. გუ­რა­მი მდევ­რებ­მა მა­ლე­ვე იპო­ვეს, ჰკი­თხეს, თუ სად წა­ვიდ­ნენ და­ნარ­ჩე­ნე­ბი, რა­ზეც გუ­რამ­მა უპა­სუ­ხა, რომ არ იცო­და, შემ­დეგ კი, ჩას­ვეს ავ­ტო­მო­ბილ­ში და წა­მო­იყ­ვა­ნეს მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. მი­სი­ვე გად­მო­ცე­მით, იმ ეპი­ზოდ­ში შე­ე­შინ­და, რომ არ ეცე­მათ და ამი­ტომ ჩაჯ­და ავ­ტო­მო­ბილ­ში. 22 ივ­ნისს, პო­ლი­ცი­ამ გი­ორ­გის გვა­მი აღ­მო­ა­ჩი­ნა მდი­ნა­რე არაგ­ვში, რაც მე სა­ეჭ­ვოდ მეჩ­ვე­ნა, ვი­ნა­ი­დან გი­ორ­გიმ ცურ­ვა არ იცო­და და ზო­გა­დად, ერი­დე­ბო­და წყალს, მდი­ნა­რეს. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იგი მდი­ნა­რე­ში არ ჩა­ვი­დო­და. მთე­ლი ბავ­შვო­ბა მას­თან ერ­თად მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი და კარ­გად ვიც­ნობ. მე წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რის გამო და­შორ­და მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი გი­ორ­გი შაქ­რაშ­ვილს, არ ვიცი სხვა ვინ­მეს­თან აქვს თუ არა ურ­თი­ერ­თო­ბა, ასე­ვე არ ვიცი, სხვა პირს უყ­ვარს თუ არა მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი და ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იმ­ყო­ფე­ბო­და თუ არა იგი 2020 წლის 18-19 ივ­ნი­სის ღა­მეს მცხე­თა­ში. არ ვიცი ვინ და­პა­ტი­ჟა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი. მგო­ნია, რომ მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი, ლიზი ნა­დი­რა­ძე და ლიზი ქსოვ­რე­ლი­დან ერთ-ერ­თმა, უფრო ლიზი ნა­დი­რა­ძე მგო­ნია. მგო­ნი ასე მო­ვის­მი­ნე ვი­ღა­ცის­გან, ოღონდ, სად და რო­დის, არ ვიცი. გი­ორ­გის­გან მე მხო­ლოდ ვი­ცო­დი, რომ ანი გა­ბე­ჩა­ვა იყო მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცის, ლიზი ნა­დი­რა­ძის და ლიზი ქსოვ­რე­ლის და­ქა­ლი და მათი მხრი­დან მი­დი­ო­და და­ბა­დე­ბის დღე­ზე. კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს არ ჰქონ­და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, მან 2020 წლის გა­ზა­ფხულ­ზე გა­ყი­და მისი კუთ­ვნი­ლი „სამ­სუნ­გის“ ფირ­მის „გა­ლაქ­სი ეს 8“, ვი­ნა­ი­დან მისი გად­მო­ცე­მით ტე­ლე­ფონს დიდ დროს უთ­მობ­და და მის გა­რე­შე უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნობ­და თავს“. #შაქარაშვილი #ჩვენება #TbilisiDaily
Gori Daily
Gori · 1 day ago
ცხინვალის რაიონში სამი ადამიანის ნეშტი იპოვეს
ცხინვალის რაინოში, სოფელ ტბეთის მკვიდრმა, სასოფლო სამეურნეო საქმიანობის დროს, სამი ადამიანის ნეშტი იპოვა. ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რეს-ის“ ინფორმაციით, დაღუპულთა ვინაობა და გარდაცვალების გარემოებები დადგნილი არ არის. მათივე ცნობით, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარის შესახებ ტბეთის მკვიდრმა აცნობა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე ე.წ. შსს-ს და გენერალური პროკურატურის მოხელეები მივიდნენ და ნეშტები ამოიღეს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#საინტერესო #სიახლე #goridaily #ახალიამბები
Tbilisi Daily
Tbilisi · 18 hours ago
მირიან ნიკოლაძე სააკაშვილს- შენგან განსხვავებით, რუსეთის кгб-ს გენერალ ბიძას არ გაუზრდია გიორგი
19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, თითქოს გიორგი შაქარაშვილის ბიძა მოისყიდეს, სოციალურ ქსელში პასუხობს: “ეს ვიღას დაკარგვია, ვინმემ ხომ არ იცით? ეს პოლიტიკური გვამი ეს, ოცნების საფრთხობელობის გარდა, რომ აღარაფერი ფუნქცია აღარ გააჩნია ამ ცხოვრებაში, წაეთრევა ეს ხელისუფლება მალე, შენნაირი საფრთხობელა აღარავის დასჭირდება და მიგაბრძანებენ, სადაც ჯერ არს. სულ “ყიდვა-გაყიდვა” როგორ ელანდებათ ამ უჯიშოებს ყველაფერში. შენგან განსხვავებით რუსეთის кгб-ს გენერალ ბიძას არ გაუზრდია გიორგი, ქართველმა იურისტმა გაზარდა.” – წერს მირიან ნიკოლაძე.
Anuka Shanidze
Kutaisi · 1 day ago
ლიტერატურის მემატიანე...
რა არის ლიტერატურა? თითოეული ადამიანისთვის ლიტერატურა მე მაინც ის მგონია, რასაც თავად განიცდის, ზოგისთვის ეს ტელეპორტაციის მსგავსი მოვლენაა, სხვის სამყაროში გადაბარგების საუკეთესო საშუალება. ლიტერატურა ბევრ მაგალითს იცნობს იმისას, როგორ იბრძოდნენ ადამიანები სამართლიანობისთვის... როგორი იყო ლიტერატურა მე-19 მე-20 საუკუნეებში... თანამედროვე ახალგაზრდებისთვის ურიგო არ უნდა იყოს იმის ცოდნა, თუ როგორი მიმდევრობები იყო დამახასიათებელი ამ ეპოქის მწერლებისთვის... რეალიზმი - მე-19 საუკუნის მიმდინარეობა, "თერგდალეულები", ილია, აკაკი - ადამიანები, რომლებმაც ბოლომდე გაითავისეს ქვეყნის მძიმე მდგომარეობა, მართალი სიტყვა თქვეს, ხალხს დაანახეს, რომ საქართველო მცდომი ქვეყანა იყო, სატირულ-გროტესკული სახეებით ამხილეს ერის მანკიერება, რათა ჭეშმარიტ გზაზე დაეტენებინათ მშობელი ერი და ხალხი. რომენტიკოსები (ალ.ჭავჭავაძე, გრ. ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი) აწმყოს ვერ იღებდნენ, უარს ამბობდნენ მასზე და მისტიკურს, ირეალურს ეტრფოდნენ, ამიტომაც სათაყვანრბელ ქვეყანას წარსულში უფრო ხედავდნენ. ისინი მარტოსულები იყვნენ, ადამიანთა შორის მეგობარს ვერ პოულობდნენ, ამიტომაც სიმშვიდეს ბუნების წიაღში პოულობდნენ. კრახი და ტკივილი იწვნია ბარათაშვილმა, ვინც მაღალი გრძნობის ეგონა, იგი ნახა უგულო, ვისი ცრემლიც სულის მშვენიერებად მიიჩნია, მას სული საერთოდ არ აღმოაჩნდა, ირგვლივ მხოლოდ ცბიერება და საშინელი შხამი ხვდებოდა. დაბოლოს, სიმბოლისტები მე-20 საუკუნის მესაჭეები იყვნენ, ხილული საგნების მიღმა ხედავდნენ სამყაროს და ოცნების სასახლეს აგებდნენ. მათთვის სამყაროს ცენტრში იდგა თავისუფლებისაკენ მიმსწრაფი პიროვნება, რომელიც ცდილობდა, სინამდვილე ოცნების შესატყვისად გარდაექმნა. ასე დაიღუპნენ საქართველოში პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე. როგორი იყო ქართველი მწერლების მუზა? ხშირად ერთს ეტრფოდნენ ფიზიკურად, მეორეს კი აიდეალებდნენ. გალაკტიონისა არ იყოს, რაც უფრო შორს იყო, მით უფრო ეტრფოდა მზის სხივივით ხელუხლებელს და ასე ჩნდებოდა მათ ცხოვრებაში ბეატრიჩე, მერი თუ ლაურა -სათაყვანებელი ქალი, მუდმივად სასურველი. გალაკტიონის მუზა მერი შერვაშიძე იყო, შემდგომში შანელის მოდელი, რომელმაც საფრანგეთში დაასრულა სიცოცხლე, სავარაუდოდ სწორედ მას მიუძღვნა პოეტმა თავისი ლექსი "მერი" ასე "ეტრფოდა" ტიციანი თამუნია წერეთელს, რომელსაც "ფეხმოტეხილ ღრუბელს" ადარებდა... ასე რომ, ლიტერატურა ეს არის უბრალო ამბების პოეტური ხედვა და განცდა, მწერლის ენა ცოცხალი სამყაროა, ამიტომ ყველაზე ნაკლებად ემორჩილება კანონებს. გურამ დოჩანაშვილმა ნამდვილი მწერლის უცნაური სახე შექმნა, მისთვის ლიტერატურის პერპენტუმ მობილე - მარადიული ძრავა სერვანტესია და დასცნის იმას, ვინც ჩრდილში წამოწოლილი კითხულობს დიკენსს. გუსტავ ფლობერმა მკაფიოდ გამოხატა მისეული იდეალი მწერლისა. ის მიიჩნევს, რომ ავტორი, ღმერთის დარად, საკუთარ წიგნში უნდა იყოს ყველგან და ამავდროულად - კონკრეტულად არსად, ის უნდა იყოს უხილავი და ყველგანმყოფი ერთდროულად. სწორედ ესაა ჩემთვის ლიტერატურა, ის რაც ჩვენთვის უხილავია, მაგრამ ამავე დროს ცხოვრების თანმდევი ყველა ეტაპზე, ის რაც ძალიან ბევრის მომცემია თითოეული ინდივიდისათვის....#feedcgrant Feedc #ხელოვნება
+2