Ამირან გამყრელიძე: ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება
Tbilisi Daily
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ვერ შეიზღუდება, თუმცა მოქალაქეებმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით წესები უნდა გაითვალისწინონ.
„აქციებზე, რომელიც პოლიტიკური პროცესის ნაწილია, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დავიცვათ წესი. ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე. პოლიტიკურ პროცესს ვერავინ აკრძალავს და ვერავინ გააჩერებს.
მაგრამ კეთილი ვინებოთ, დავიცვათ ის წესი, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს, მათ შორის ჩვენთან“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.