5 votes
3 comments
0 shares
Save
130 views
Tea Bebia
Batumi · 3 months ago

Tea Bebia
Batumi · 3 months ago
Similar Posts
Tea Bebia
Batumi, Georgia · 3 months ago
Batumi Daily
Batumi, Georgia · 3 weeks ago
„ლავასოღლი" თურქეთში აღარ იმყოფება
მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი” თურქეთის საპატიმროდან გაათავისუფლეს და როგორც უფლებამადცველმა თამაზ ბაკურიძემ განაცხადა მან თურქეთი უკვე დატოვა. “ძალა ერთობაშია! მიზანი მიღწეულია ნაწილობრივ. მინდია გორაძის ექსტრადირება მოხერხდა .წუხელ გვიან ის გადაიყვანეს საემიგრაციო სამსახურში რის შემდეგ მან დატოვა საპატიმრო და თურქეთის ტერიტორია” - აცხადებს ბაკურიძე თავის სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ მინდია ლავასოღლი 2018 წელს გაასამართლეს ქურდული სამყაროს წევრობისთვის. ის თურქეთში იმავე წელს დააკავეს და 2 წელია იქ იმყოფებოდა პატიმრობაში. მისი საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით ბოლო რამდენიმე კვირაა ბათუმში აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. კონკრეტული ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის და როგორც თამაზ ბაკურიძე აცხადებს დეტალებზე ორშაბათს გააკეთებენ კომენტარს. ლავასოღლი თურქეთი ახალიამბები batumidaily
Batumi Daily
Batumi, Georgia · 4 weeks ago
როდის ველოდოთ მეორე ტალღას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გუშინ “ქრონიკასთან” საუბრისას მიმდინარე კვირის მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ ბოლო სამი-ოთხი დღის ციფრები ძველი შეზღუდვების უკან დაბრუნების საფუძველს არ იძლევა. “რთული იქნება, რა თქმა უნდა, თუ ყოველდღიურად 50 შემთხვევა დაფიქსირდება. მაშინ მოგვიწევს, ვიფიქროთ ღონისძიებების გამკაცრებაზე. დღევანდელი სიტუაცია არ არის საგანგაშო, მაგრამ არის ფრიად საყურადღებო და გვაძლევს სიგნალს, რომ დავიცვათ რეკომენდაციები. კლასიკურ მეორე ტალღას უფრო ველოდებით შემოდგომაზე, როცა აციების პერიოდი დაიწყება.” - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. როგორც მან “ქრონიკასთან” სატელეფონო საუბარში აღნიშნა ინფიცირებულთა რიცხვების ზრდას ჯანდაცვის სექტორი საკმაოდ მომზდაებული შეხვდა, ამიტომ პანიკა უსაფუძვლოა. #ამირანგამყრელიძე #კორონავირუსი #კარანტინი #მეორეტალღა #BatumiDaily
Batumi Daily
Batumi, Georgia · 1 week ago
მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი - ბათუმი
სამშაბათი, 7 ივლისი შავი ზღვის სანაპიროზე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +33°C იქნება. დღის განმავლობაში კი იგი ძირითადად +27+29°C-ს შორის იმერყევებს. საგრძნობლად აიწევს წყლის ტემპერატურაც წყლის ტემპერატურა: +27°C ოთხშაბათი, 8 ივლისი ჰაერის ტემპერატურა ოთხშაბათს +31°C-ს მიაღწევს, თუმცა დღის განმავლობაში მოსალოდნელია მცირე წვიმაც. წყლის ტემპერატურა: +27°C ხუთშაბათი, 9 ივლისი წინა დღეებთან შედარებით ჰაერის ტემპერატურა ხუთშაბათს დაიკლებს და იქნება +25°C. მოსალოდნელია წვიმაც. წყლის ტემპერატურა: +26°C პარასკევი, 10 ივლისი პარასკევი დღე მეტწილად წვიმიანი იქნება და ჰაერის ტემპერატურა +22+26°C შორის იმერყევებს. წყლის ტემპერატურა: +26°C _____________________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #ამინდი #ამინდისპროგნოზი #ბათუმი #წვიმა #batumidaily
Batumi Daily
Batumi, Georgia · 3 weeks ago
მილიონერი ბარონის სახლი ბათუმში
ძველი შენობების ხიბლი მხოლოდ არქიტექტურული კულტურის ტრადიციების შესწავლა როდია. თანაბრად მნიშვნელოვანია ისტორიები, რომელსაც ეს სახლები გვიყვებიან. თუ გაგვიმართლა და ისინი მათ კედლებში გამოჩენილი პიროვნებების ცნობებსაც იტევენ, მაშინ კიდევ უფრო მეტი ამბის გაგებას შევძლებთ იმ დროზე, როცა კონკრეტული ნაგებობა მედიდურად გადმოჰყურებდა ქუჩებს. ვიტყოდი, რომ რუსთაველზე მდგარ, მრავალ ქარტეხილებგამოვლილ სახლს, არც დღეს აკლია მედიდურობა. დღეს ჩვენ ამ შენობას ბათუმის ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლად ვიცნობთ და იგი ძალიან ახლობელია თითოეული ბათუმელისთვის. ბევრისთვის ნაცნობი, ბევრისთვის კი უცნობი ისტორიით, ეს სახლი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შენობა-ნაგებობაა მთელს ქალაქში. წიგნში “ფრანგი ავტორების ცნობები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ” ვკითხულობთ ჟიულ ნაპოლეონ ნეის მოგზაურობის ჩანაწერებს, სადაც იგი იმდროინდელი ბათუმის შესახებაც გვაწვდის ცნობებს. “ბათუმიდან გასვლისას შესანიშნავი ხედი იყო. ქალაქის მიდამოებს მეტად ცოცხალ იერს სძენდა ნავთობის გადამამუშავებელი მნიშვნელოვანი საწარმოები, როტშილდის სახლის ყუთების დიდი ფაბრიკა და თეთრად შეღებილი მრავალი ცისტერნა, უამრავი წითელი აგურის ყაზარმა და ვრცელი მოედანი მანევრირებისათვის.” - წერია ცნობებში. სწორედ აქ აღნიშნული როტშილდის სახლია დღეს რუსთაველზე მდგარი შენობა. როგორც წიგნიდან ვიგებთ, 1883 წელს გაიხსნა ბათუმი-ბაქოს სარკინიგზო ხაზი და ნავთობსადენი (1897-1907), რამაც ქალაქის ზრდა გამოიწვია, ამ პერიოდში ბათუმში მოღვაწეობდნენ სამრეწველო მაგნატები – შვედი ძმები ალფრედ, რობერტ და ლიუდვიგ ნობელები და ბარონი ალფონს დე როტშილდი. სახლი, სადაც ნობელებს ოფისი ჰქონდათ, ახლა ნობელი მუზეუმია, ხოლო როტშილდის სახლში, რომლის ასაშენებლად ბარონმა აგური საფრანგეთიდან ჩამოატანინა და მუშებიც იქიდან ჩამოიყვანა, ამჟამად ბათუმის სამშობიარო სახლია განთავსებული. "კასპია-შავი ზღვის ნავთობსამრეწველო და სავაჭრო ორგანიზაცია" - ასე ეწოდებოდა ალფონს როტშილდის კომპანიას, რომელსაც თავდაპირველად ნავთის ბიდონების ქარხანა ჰქონდა ბათუმში. იქიდან გამომდინარე, რომ როტშილდი ბათუმში საქმიანობდა, მე-19 საუკუნეში სახლიც აიშენა და აქ გააგრძელა მოღვაწეობა. თუმცა ისტორია ამით არ სრულდება. სანამ სახლი დღევანდელ ფუნქციას შეითავსებდა, აქ 1921 წლის 17 მარტს შექმნილი ბათუმის რევოლუციური კომიტეტიც მოღვაწეობდა. #ბათუმი #ისტორია #ძველიშენობა #საინტერესოცნობები #Batumidaily
+2
Batumi Daily
Batumi, Georgia · 3 weeks ago
“თუ მეორე ტალღა იქნება, შეზღუდვები აღარ უნდა დაგვჭირდეს” - პრემიერი
საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, 16 ივნისს “საზოგაოდებირვი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა, რომ მეორე ტალღის დროს, განმეორებითი შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურად უკიდურესად გაუჭირდება, ამიტომ ამ ეტაპზე, მთავარი არაპროგნოზირებადი ვირუსის სწორად მართვაა. “ჩვენ მიზანი გვაქვს, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკი, იმის, რომ ჩვენ დაგვჭირდეს მსგავსი მძიმე ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება. ეს უკიდურესად მძიმე იქნება ჩვენი ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური ცხოვრებისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ეს არის ერთადერთი საბოლოო შედეგი, რომ თუ მეორე ტალღა იქნება, მსგავსი შეზღუდვები აღარ უნდა დაგვჭირდეს. ეს იქნება გამარჯვება. თორემ ახლა ჩვენ რომ ვირუსს ვმართავთ და არ გვაქვს ინფიცირებულების და გარდაცვალების ისეთი მაღალი მაჩვენებელი, როგორც სხვა ქვეყნებს, ამის ფასი ძალიან შემცირდება, თუ კიდევ ერთხელ მოგვიწია და ამაში უკიდურესად მძიმე ეკონომიკური ფასი გადავიხადეთ. ჯერ ჩვენ ეს ეკონომიკური ფასი არ გადაგვიხდია.” - განაცხადა პრემიერმა. #გიორგიგახარია #პანდემია #მეორეტალღა #კორონავირუსი ##batumidaily
Batumi Daily
Batumi, Georgia · 4 weeks ago
მიწისძვრა ბათუმში
დღეს, დაახლოებით საღამოს 7 საათისკენ ბათუმში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები რამდენიმე წამი გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციით მიწისძვრის ეპიცენტრი იყო თურქეთი, სადაც 5,7 მაგნიტუდის ძვრები დაფიქსირდა.##მიწისძვრა ##ბათუმი ##აჭარა ##batumidaily
Zugdidi Daily
Batumi, Georgia · 3 weeks ago
ამინდის ცვალებადობა დასავლეთ საქართველოში.
გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინგორმაციას, რომ 23 ივნისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსამდე მოიმატებს. 24 ივნისს, დღის ბოლოდან 27 ივნისამდე დროგამოშვებით იწვიმებს და ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. #სამეგრელოზემოსვანეთი #ტემბერატურა #ამინდისცვალებადობა #დასავლეთსაქართველო #zugdididaily
Batumi Daily
Batumi, Georgia · 1 month ago
პენსია 30 ლარით გაიზრდება
საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, პირველი ივლისიდან, 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს პენსია 30 ლარით გაეზრდებათ. “პენსიონერებს 70 წელს ზემოთ, პირველი ივლისიდან დამატებით გაეზრდებათ პენსია 30 ლარით და მიაღწევს 250 ლარს. გარდა ამისა მაღალმთიანეთში მცხოვრები პირები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და ეს იქნება 300 ლარი.” - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერის განცხადებით პენსიონერებს პენსია გარანტირებულად გაეზრდებათ ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის მაჩვენებლის პირობებშიც. გარანტირებული თანხა კი ყოველწლიურად იქნება 20 ლარი##პენსია ##გიორგიგახარია ##პრემიერი ##batumidaily
Batumi Daily
Batumi, Georgia · 3 weeks ago
კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა
განახლებული მონაცემების მიხედვით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 8-ით გაიზარდა. სულ 906 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 755 გამოჯანმრთელების, 14 კი - გარდაცვალების. კორონავირუსი პანდემია covid19 batumidaily