პასტა "al limone" ნინუცა ჯაფარიძეს რეცეპტით

0
დღეს მინდა გაგაცნოთ ადამიანი რომელიც სარესტორნო საქმისა და კულინარიის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა. გაიცანით ნინუცა ჯაფარიძე, გოგონა რომლის დამსახურებითაც ქართული გასტრონომია და სტუმართ-მასპინძლობის სისტემა უახლოეს მომავალში რამდენიმე საფეხურით მაღლა აიწევს. ნინუცა ამჟამად Liberal Art-ის სტუდენტია, თუმცა პარალელურად ცდილობს გაიღრმავოს ცოდნა კულინარიაშიც. იგი თვლის რომ სამზარეულოში აუცილებელია სამი რამ: გამოცდილება, საბაზისო ცოდნა და გემოების აღქმა.ნინუცას საბოლოო მიზანია რესტორატორობა, შესაბამისად ის თვლის რომ მისი პროფესიონალიზმი მხოლოდ კერძების კეთებით არ უნდა ისაზღვრებოდეს რადგან კარგი რესტორატორი აუცილებლად უნდა იყოს მულტიფუნქციური და თავისუფლად უნდა ითავსებდეს მენეჯერისა და სომელიეს საქმიანობა. ნინუცა დღეს გაგვიზუარებს მის მომზადებული "Pasta al limones" ს რეცეპტს. ინგრედიენტები: ნაღები 180მლ კარაქი 80გრ ლიმონი 1 ცალი პარმეზანი 75გრ სპაგეტი მარილი პილპილი გემოვნებით მომზადების წესი: ვიღებთ ლიმონს, ვჭრით შუაზე, ვწურავთ და ვხეხავთ ცედრას. ამასობაში ვიწყებთ პასტისთვის წყლის ადუღებას (ბევრი მარილით) და სპაგეტის მოხარშვას. მეორე ქვაბში ვასხავთ ნაღებს, ლიმონის ცედრას დაბალ ცეცხლზე და მივიყვანთ წამოდუღებამდე, ეტაპობრივად დავიწყებთ კარაქის კუბების დამატებას და მორევას მანამ, სანამ სოუსის შესქელებული და ერთიანი მასა არ გვექნება. პასტა ამ დროში მოხარშული უნდა იყოს ალ დენტემდე, გადავწუროთ და ერთი ჭიქა პასტის წყალი შევინახოთ სოუსისთვის. სოუს დავუმატებთ ნახევარ ჭიქა გადანახულ წყალს და სპაგეტის. კარგად მოვურევთ და გამოვრთავთ გაზს. ეტაპობრივად დავიწყებთ გახეხილი პარმეზანის დამატებას და მორევას (პარმეზანი დაგვეხმარება სოუსის შესქელებაში). როდესაც პარმეზანი ბოლომდე გადნება სოუსში დავამატებთ ორ სუფრის კოვზ ლიმონის წვენს, კარგად მოვურევთ და ვნახავთ მარილი აკლია თუ არა(გასათვალისწინებელია, რომ პასტის წყალი მარილიანია და ასევე პარმეზანიც). გემრიელად მიირთვით!
#chef
#cuisine
#tbilisi
#georgia
#forzaitalia
#foodislove
#loveisfood
#pasta
0