კორონავირუსის მეორე ტალღა კანადაში
Tbilisi Daily
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პრემიერმა მოსახლეობას წესებისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეპიდვითარება უფრო რთული იქნება, ვიდრე გაზაფხულზე.
„გვაქვს იმის ძალა, რომ ეს მეორე ტალღა გავაკონტროლოთ. ვიცი, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, იმიტომ რომ ეს ერთხელ უკვე მოვახერხეთ“, - განაცხადა ტრიუდომ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კანადაში ვირუსის 149 939 შემთხვევაა დაფიქსირდა, დაღუპულია 9 294 ადამიანი.