მოსკოვის საპატრიარქო “აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და სკაიპით არის შესაძლებელი”

0
საქართველოში რელიგიურ რიტუალები არაერთხელ გახდა დავის საგანი. ექიმებისა და მოსახლეობის ნაწილი ამბობდა, რომ მრევლს შეუძლია დაესწროს წირვას ხოლო ნაწილი ამას უარყოფდა. რუსულმა ეკლესიამ ეს პრობლემა მარტივად გადაჭრა. რუსული მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა სკაიპითა და ტელეფონით აღსარების ჩაბარების შესაძლებლობაზე ისაუბრა. ასევე რეკომენდაციები გაიცემა აღდგომის დღესასწაულამდე, როგორ უნდა აღესრულოს მსახურება ვნების კვირასა და აღდგომის პერიოდში. „პატრიარქი კირილი აღდგომამდე მრევლს მიმართავს და პანდემიის პირობებში ღვთისმსახურების ჩატარების შესახებ დეტალებს უამბობს“, - განაცხადა ილარიონმა.
#რელიგია
#რუსეთი
#მოსკოვი
0