რეალობას ჩავხედოთ თვალებში
იმისათვის, თუ გვინდა სწორად ვმართოთ ჩვენი ცხოვრება და სწორი ნაბიჯები გადავდგათ, აუცილებელია თვალებში ჩავხედოთ რეალობას და ისე დავგეგმოთ ჩვენი მომავალი ცხოვრება.
ილუზიები ხელს უშლის ჩვენი რეალური გეგმების შესრულებას, ამ შემთხვეში წარმოვიდგენთ არარსებულ მოვლენებს, სხვა ფერებში დავხატავთ ცხოვრებას და არასდროს ვეცდებით ისეთი დავინახოთ ჩვენი ყოფა როგორიც არის და მის გამოსწორებაზე ვიფიქროთ.
ადამიანებს უჭირთ ილუზიების სამყაროდან გამოსვლა და რეალობაში შესვლა, რადგან მათთვის ასე უფრო მარტივია არ დანახვა თუ რა ხდება რეალურ ცხოვრებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია პრობლემების წინაშე აღმოჩენა და მის აღმოფხვრაზე ზრუნვა, ყველაზე მთავარი რამ უნდა ვიცოდეთ, სირაქლემას პოზიციაში ყოფნით პრობლემები არ მოგვარდება, პირიქით დროსთან ერთად უფრო მოიმატებს და თუ დროულად არ მივხედეთ გამომწვევ მიზეზებს, ძალიან გაგვიჭირდება დაგროვილი პრობლემების ერთდროული მართვა.
რეალობის აღქმით და ილუზიების დამარცხებით თქვენ შეძლებთ:
სწორად დაგეგმოთ თქვენი მომავალი ცხოვრება;
სწორი და განსაზღვრული ნაბიჯების გადადგმას;
წამოჭრილი პრობლემების მიზეზების აღმოჩენას და აღმოფხვრას;
რეალურად შეაფასებთ თქვენს შესაძლებლობებს და მოიპოვებთ საკუთარი თავისადმი ნდობას;
არასდროს ეცდებით გაექცეთ პრობლემებს, რადგან გეცოდინებათ, რომ გამოსავალი ამ შემთხვევაში მხოლოდ პრობლემებთან გამკლავება და თვალებში ჩახედვაა და არა გაქცევა;
გეცოდინებათ რა ქმედითი ნაბიჯებია საჭირო პრობლემების აღმოსაფხვრელად;
თქვენი ქმედებებით სხვა ადამიანებს დაანახებთ, რომ რეალობის აღქმით შესაძლებელია სწორი ნაბიჯების გადადგმა
#გახსოვდეთ
სჯობს რეალურად შეაფასოთ მოვლენები, ვიდრე მთელი ცხოვრება ილუზიებით იცხოვროთ.
შეიძლება ერთ დღეს გაიღვიძოთ და ინანოთ, რომ სრულიად არაფერში გალიეთ წლები, რომელიც შეგეძლოთ გამოგეყენებინათ მიზნების განსახორციელებლად.
ამიტომ კარგად დაფიქრდით, რამდენად გიღირთ წლების ტყუილუბრალოდ დაკარგვა.
ცხოვრება ია ვარდით მოფენილი გზა ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ თქვენ იბრძოლებთ თქვენი მიზნების ასრულებისთვის, არ დანებდებით და პრობლემებს პირისპირ შეხვდებით და აღმოფხვრით, შედეგით აუცილებლად იამაყებთ.
თუ ახლა ამას კითხულობ და ფიქრობ, რომ უკვე გვიანია შენთვის ძილ-ბურანიდან გამოსვლა, იცოდე რომ გვიანი არასდროს არ არის და ამის უამრავი ფაქტი გვაქვს მთელს მსოფლიოში.
ამიტომ წამოდექი ფეხზე, გვერდზე გადადე შენი ილუზიები და შემოაბიჯე რეალურ სამყაროში, აქ შენი შენი გასავლელი გზა გელოდება, რომ შენთან ერთად დაძლიოს და აგიყვანოს იმ მწვერვალზე, რომელსაც წარმატების სათავე ჰქვია.
წამოდექი და შეუდექი შენს გზას, რომელსაც შენს ნაცვლად ვერავინ და არავინ გაივლის.
შედეგი კი ნამდვილად ღირს იმად, რაც უნდა გაიარო ამ გზის განმავლობაში.
დაანახე საკუთარ თავს და სხვებს, რომ გამოსავალი მხოლოდ რეალობის აღქმაშია და ილუზიები მიზეზია, იმისა, რომ არ გააკეთო ის რაც ჩაფიქრებული გაქვს.
შეუერთდი რეალური აღქმის მქონე ადამიანთა რიგებს და შენ შენს ცხოვრებისეულ სათქმელს აუცილებლად იტყვი, გზა შორი და ეკლიანია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.
#გზარეალობისკენ
#უთხარიარაილუზირებულსამყაროს
#შემოაბიჯერეალურიქმედებებისგარემოში