იმერეთში ბაზრები დაიხურა - რწმუნებული ალტერნატივას გვთავაზობს

0
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით აგრარული ბაზრების დახურვა დაიწყო. დღეს ბაზრები იმერეთშიც დაიხურა. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღეს, რადგან ასეთ ბაზარში მომხმარებლებსა თუ გამყიდველებს სოციალური დისტანციის დაცვა უჭირთ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, მოსახლეობას დროებით ე.წ. მოძრავი ბაზრები მოემსახურება, რაც უბნებში პროდუქტის სამარშუტო ტაქსებით გაყიდვას გულისხმობს
#ბაზრობა
#ქუთაისისბაზრობა
#KUTAISIDAILY
0