მესტიაში დაკარგულ მოზარდს მეექვსე დღეა ეძებენ.
Zugdidi Daily
მესტიის სოფელ ლენჯერში დაკარგული მოზარდის სამძებრო სამუშაოები მეექვსე დღეა მიმდინარეობს.სამძებრო სამუშაოებს ადგილობრივი მოსახლეობა და 50-მდე მაშველი ახორცილებენ ანაკლიაში, ბათუმსა და ურეკშიც. დაკარგულ მოზარდს ზღვის სანაპიროზე მეზობლები და ნათესავები ეძებენ.
დაკარგული ბიჭის ოჯახის ახლობელი დალი გუჩიანი ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს :
"ოჯახის ინიციატივაა ზღვისპირეთში ეძებონ, რადგან იქ ნამყოფია და შესაძლებელია ზღვაზე წავიდა. ნათესავები წავიდნენ, იქ მაშველებიც დაეხმარებიან. ვერაფერი გზა-კვალი ვერ იპოვეს ჯერჯერობით."
მოზარდის გაუჩინარების ფაქტზე შინაგან საქმთა სამინსიტროში გამოძიება სს კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
#მესტია #ანაკლია #ურეკი #ბათუმი #სამძებროსამუშაოები #შსს #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com