პუიოლმა რონალდინიოს ციხეში დაურეკა

ByM.m.m.Georgia
0
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე, რონალდინიო, საბუთების გაყალბების ბრალდებით პარაგვაის ციხეში სასჯელს იხდის. ესპანური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ დაწესებულებაში ლეგენდარული ბრაზილიელი ყველაზე პრივილეგირებული პატიმარია. El Mundo Deportivo-ს ცნობით, სხვა პატიმრებისგან განსხვავებით, რონალდინიოს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს. როგორც წყარო იუწყება, ბრაზილიელს ყოფილ თანაგუნდელთან, კარლეს პუიოლთან სატელეფონო საუბრის საშუალება მისცეს. თანაგუნდელებმა დიდ ხანს ისაუბრეს - პუიოლმა რონალდინიოს მხარდაჭერა გამოუცხადა და მომავალ დახმარებას დაჰპირდა. შეგახსენებთ, პუილი პირველი კატალონიელი არაა, რომელიც ლეგენდარულ ბრაზილიელს ეხმარება. ცოტა ხნის წინ ლიონელ მესიმ რონალდინიოს მხარდასაჭერად 4 მილიონი ევრო გამოჰყო. არგენტინელმა მის გადასარჩენად ძვირადღირებული ადვოკატები დაიქირავა.
#რონალდინიო
#პუიოლი
#ფეხბურთი
#პარაგვაი
#ბრაზილია
#ბარსელონა
#ფეხბურთი
#სპორტი
#ronaldinho
#puyol
#football
#barcelona
#foootball
#sport
#news
ByM.m.m.Georgia
0