7 votes
1 comments
0 shares
Save
105 views
ზეინაბ გორგაძე
Batumi · 3 months ago

ზეინაბ გორგაძე
Batumi · 3 months ago
Similar Posts
ზეინაბ გორგაძე
Batumi · 3 months ago
ზეინაბ გორგაძე
Batumi · 3 months ago
ზეინაბ გორგაძე
Batumi Daily
Batumi · 1 day ago
თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ საელჩოს განცხადება
თურქეთში საქართველოს საელჩომ გაავრცელა განცხადება და თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ხვალიდან, 14 ივლისიდან ძალაში შედის ახალი რეგულაცია უცხოელთა ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადების შესახებ. გიზიარებთ ზემოთ აღნიშნული რეგულაციის საელჩოს მიერ გავრცელებულ თარგმანს ქართულ ენაზე: ზემოაღნიშნული რეგულირდება „უცხოელთა და საერთაშორისო დაცვის შესახებ“ 2013 წლის 4 აპრილის №6458 კანონის მე-9 პუნქტით ქვესათაურით „თურქეთში შემოსვლის აკრძალვა“. 1. მიუხედავად იმისა, დარღვეული აქვთ თუ არა ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადები, ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკაში შემოსვლის აკრძალვა არ ვრცელდება შემდეგ პირებზე: ა. 3 თვემდე (არა 3 თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებზე, რომლებიც თურქეთის შესაბამისი ორგანოების ჩარევის გარეშე, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და იხდიან № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას; ბ. 3 თვემდე (არა 3 თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებსაც ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და იხდიან № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას; 2. იმ პირების მიმართ, რომლებსაც დარღვეული აქვთ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადები და ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით ტოვებენ ქვეყანას, მიღებულ იქნება 1 თვიდან 5 წლამდე შემოსვლის აკრძალვა: ა. 3 თვეზე მეტი (3 თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებიც თურქეთის შესაბამისი ორგანოების ჩარევის გარეშე, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და იხდიან № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას; ამ კატეგორიაში შემავალი პირებისათვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის განსაზღვრის სქემა: • 3 თვიდან - 6 თვემდე ვადის დარღვევა : 1 თვის ვადით აკრძალვა • 6 თვიდან - 1 წლამდე ვადის დარღვევა : 3 თვის ვადით აკრძალვა • 1 წლიდან - 2 წლამდე ვადის დარღვევა : 1 წლის ვადით აკრძალვა • 2 წლიდან - 3 წლამდე ვადის დარღვევა : 2 წლის ვადით აკრძალვა • 3 წელზე მეტით ვადის დარღვევა : 5 წლის ვადით აკრძალვა 3. უცხოელებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ თურქეთში ლეგალურად ყოფნის ვადები და საკუთარი ნებით ან შესაბამისი ორგანოების ჩარევით იძულებით ტოვებენ ქვეყანას, შეეფარდებათ 3 თვიდან 5 წლამდე შემოსვლის აკრძალვა: ა. ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებიც თურქეთის შესაბამისი ორგანოების ჩარევის გარეშე, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს, თუმცა არ იხდიან № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას; ბ. 3 თვემდე (არა 3თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებსაც ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით არ კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და/ან არ იხდიან № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას; გ. 3 თვეზე მეტი (3 თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომელთა შესახებაც გამოტანილ იქნა ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება, ან ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა 492 № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას; დ. უცხოელებს, რომელთაც უარი ეთქვათ ბინადრობის ნებართვის პირველად გაცემა/განახლებაზე ან შეუწყდათ ბინადრობის ნებართვა, ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით არ გადაკვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა 492 № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას; ე. უცხოელებს, რომელთაც უარი ეთქვათ სამუშაო ნებართვის პირველად გაცემა/განახლებაზე ან შეუწყდათ სამუშაო ნებართვა, ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით არ გადაკვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა 492 № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას; ვ. უცხოელებს, რომელთაც შეუძლიათ ვიზის გარეშე იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღის მანძილზე 180 დღის განმავლობაში და რომელთაც აღნიშნული პერიოდის სრულად გამოყენების შემდეგ ქვეყანაში შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განაცხადის შეტანის ვალდებულების მიუხედავად, არ მიუმართავთ შესაბამისი უწყებისათვის; ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას; ზ. უცხოელებს, რომელთაც პატიმრობაში ყოფნის გადაწყვეტილება შეეცვალათ ალტერნატიული სასჯელით; ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა 492 № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას; თ. უცხოელებს, რომლებიც შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილების საფუძველზე, ბადრაგის ზედამხედველობით დეპორტირებულ იქნენ ქვეყნიდან; ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა 492 № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას; ამ კატეგორიაში შემავალი პირებისათვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის განსაზღვრის სქემა: • 3 თვემდე ვადით დარღვევა : 3 თვის ვადით აკრძალვა • 3 თვიდან - 6 თვემდე ვადით დარღვევა : 6 თვის ვადით აკრძალვა • 6 თვიდან - 1 წლამდე ვადით დარღვევა : 1 წლის ვადით აკრძალვა • 1 წლიდან - 2 წლამდე ვადით დარღვევა : 2 წლის ვადით აკრძალვა • 2 წელზე მეტი ხნის ვადით დარღვევა : 5 წლის ვადით აკრძალვა 4. თუ მანამდე პირის მიმართ გამოტანილი ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის ვადა ამოწურულია, მაგრამ მოქალაქეს არ გადაუხდია № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრული ან სხვა კატეგორიის ფულადი ჯარიმა/დავალიანებები, N 6458 კანონის მე-7 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, ეკრძალებათ ქვეყანაში შემოსვლა.#თურქეთი #ახალიამბები #აჭარა #batumidaily_____________________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
Batumi Daily
Batumi · 1 week ago
საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს გახსნის
საკორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველომ 5 სახელმწიფოსთან უპირობოდ გახსნას საზღვარი. "იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოც ასევე უპირობოდ ხსნის საზღვარს 5 სახელმწიფოსთვის ეს არის გერმანია, საფრანგეთი, ლატვია ლიეტუა და ესტონეთი"-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. აღნიშნულის თაობაზე პრემიერის პრესსპიკერმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. _____________________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#საქართველო #საზღვარი #ახალიამბები #batumidaily
Batumi Daily
Batumi · 1 week ago
მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი - ბათუმი
სამშაბათი, 7 ივლისი შავი ზღვის სანაპიროზე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +33°C იქნება. დღის განმავლობაში კი იგი ძირითადად +27+29°C-ს შორის იმერყევებს. საგრძნობლად აიწევს წყლის ტემპერატურაც წყლის ტემპერატურა: +27°C ოთხშაბათი, 8 ივლისი ჰაერის ტემპერატურა ოთხშაბათს +31°C-ს მიაღწევს, თუმცა დღის განმავლობაში მოსალოდნელია მცირე წვიმაც. წყლის ტემპერატურა: +27°C ხუთშაბათი, 9 ივლისი წინა დღეებთან შედარებით ჰაერის ტემპერატურა ხუთშაბათს დაიკლებს და იქნება +25°C. მოსალოდნელია წვიმაც. წყლის ტემპერატურა: +26°C პარასკევი, 10 ივლისი პარასკევი დღე მეტწილად წვიმიანი იქნება და ჰაერის ტემპერატურა +22+26°C შორის იმერყევებს. წყლის ტემპერატურა: +26°C _____________________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #ამინდი #ამინდისპროგნოზი #ბათუმი #წვიმა #batumidaily
Batumi Daily
Batumi · 1 week ago
კორონავირუსის ახალი შემთხვევა აჭარაში
აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე აჭარაში 344 ტესტი ჩატარდა და ერთი პასუხი დადებითი აღმოჩნდა. შესაბამისად, აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე სამი ადამიანი შეადგინა. ცნობილია, რომ პაციენტი თურქეთიდან შემოვიდა და იგი საკარანტინო სივრციდანაა. არსებული ბოლო ინფორმაციით, კარანტინში იმყოფება 1587 პირი. საკარანტინო სივრცე 9318-მა მოქალაქემ უკვე დატოვა. #აჭარა #კორონავირუსი #covid19 #batumidaily
Batumi Daily
Batumi · 1 week ago
"გახსენით საზღვარი" - აქცია სარფში
თურქეთში თვითდასაქმებულებმა დღეს სარფის საბაჟოსთან აქცია მოაწყვეს. დღევანდელი მათი მთავარი მოთხოვნა საზღვრის გახსნაა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 300 ლარიანი კომპენსაცია არაფერი იქნება იმასთან შედარებით რა ზარალიც მათ მიადგათ, ამიტომ მოითხოვენ, რომ სარფის საზღვარი გაიხსნას. შეგახსენებთ, მიმოსვლა 15 მარტის შემდეგ შეჩერებულია. თვითდასაქმებულებმა კი ამის გასაპროტესტებლად არაერთი აქცია უკვე გამართეს. ჯერ უცნობია საზღვარი როდის გაიხსნება. #სარფი #თურქეთი #აქცია #batumidaily
Batumi Daily
Batumi · 2 days ago
ბათუმის ბულვარში 2 ახალგაზრდა დაჭრეს
ბათუმში, გამთენიისას 2 ახალგაზრდა, 22 და 20 წლის, მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილები კლინიკა "მედცენტრში" მაშინვე გადაიყვანეს. მათ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდათ და ამ დროის ინფორმაციით, ორივეს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.#ბათუმი #კრიმინალი #ახალიამბები batumidaily_____________________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
Batumi · 1 day ago
ხვალიდან თურქეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ლეგალურად ყოფნის ახალი რეგულაციები ამოქმედდება
თურქეთში საქართველოს საელჩო იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, განცხადებას ავრცელებს. საელჩოს განმარტებით, ხვალიდან ძალაში შედის ახალი რეგულაციები უცხოელთა ქვეყანაში ყოფნის ლეგალურვადებთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული რეგულირდება „უცხოელთა და საერთაშორისო დაცვის შესახებ“ 2013 წლის 4 აპრილის №6458 კანონის მე-9 პუნქტისქვესათაურით „თურქეთში შემოსვლის აკრძალვა“. 1. მიუხედავად იმისა, დარღვეული აქვთ თუ არა ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადები, ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკაში შემოსვლის აკრძალვა არ ვრცელდება შემდეგ პირებზე: ა. 3 თვემდექვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებზე, რომლებიც თურქეთის შესაბამისი ორგანოების ჩარევის გარეშე, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და იხდიანკანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას; ბ. 3 თვემდე ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებსაც ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და იხდიან ფულად ჯარიმას; 2. იმ პირების მიმართ, რომლებსაც დარღვეული აქვთ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადები და ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით ტოვებენ ქვეყანას, მიღებულ იქნება 1 თვიდან 5 წლამდე ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება; ა. 3 თვეზე მეტი ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებიც თურქეთის შესაბამისი ორგანოების ჩარევის გარეშე, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და იხდიან კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას. ამ კატეგორიაში შემავალი პირებისათვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის განსაზღვრის სქემა: • 3 თვიდან - 6 თვემდე ვადის დარღვევა -1 თვის ვადით აკრძალვა; • 6 თვიდან - 1 წლამდე ვადის დარღვევა -3 თვის ვადით აკრძალვა; • 1 წლიდან - 2 წლამდე ვადის დარღვევა -1 წლის ვადით აკრძალვა; • 2 წლიდან - 3 წლამდე ვადის დარღვევა -2 წლის ვადით აკრძალვა; • 3 წელზე მეტით ვადის დარღვევა -5 წლის ვადით აკრძალვა; უცხოელებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადები და საკუთარი ნებით ან შესაბამისი ორგანოების ჩარევით იძულებით ტოვებენ ქვეყანას, შეეფარდებათ 3 თვიდან 5 წლამდე თურქეთის რესპუბლიკაში შემოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება, შემდეგ შემთხვევებში: ა. ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებიც თურქეთის შესაბამისი ორგანოების ჩარევის გარეშე, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს, თუმცა არ იხდიან კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას; ბ. 3 თვემდე ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებსაც ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით არ კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ან არ იხდიან კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას; გ. 3 თვეზე მეტი ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომელთა შესახებაც გამოტანილ იქნა ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება, ან ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, პირი იხდის თუ არა კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას; დ. უცხოელებს, რომელთაც უარი ეთქვათ ბინადრობის ნებართვის პირველად გაცემა-განახლებაზე ან შეუწყდათ ბინადრობის ნებართვა, ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით არ გადაკვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, პირი იხდის თუ არაკანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას; ე. უცხოელებს, რომელთაც უარი ეთქვათ სამუშაო ნებართვის პირველად გაცემა-განახლებაზე ან შეუწყდათ სამუშაო ნებართვა, ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით არ გადაკვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას; ვ. უცხოელებს, რომელთაც შეუძლიათ ვიზის გარეშე იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღის მანძილზე 180 დღის განმავლობაში და რომელთაც აღნიშნული პერიოდის სრულად გამოყენების შემდეგ ქვეყანაში შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განაცხადის შეტანის ვალდებულების მიუხედავად, არ მიუმართავთ შესაბამისი უწყებისათვის; ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არაკანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას; ზ. უცხოელებს, რომელთაც პატიმრობაში ყოფნის გადაწყვეტილება შეეცვალათ ალტერნატიული სასჯელით. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, პირი იხდის თუ არა კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას; თ. უცხოელებს, რომლებიც შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილების საფუძველზე, ბადრაგის ზედამხედველობით დეპორტირებულ იქნენ ქვეყნიდან.ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, პირი იხდის თუ არა კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას; ამ კატეგორიაში შემავალი პირებისათვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის განსაზღვრის სქემა: • 3 თვემდე ვადით დარღვევა -3 თვის ვადით აკრძალვა; • 3 თვიდან - 6 თვემდე ვადით დარღვევა -6 თვის ვადით აკრძალვა; • 6 თვიდან - 1 წლამდე ვადით დარღვევა -1 წლის ვადით აკრძალვა; • 1 წლიდან - 2 წლამდე ვადით დარღვევა -2 წლის ვადით აკრძალვა; • 2 წელზე მეტი ხნის ვადით დარღვევა -5 წლის ვადით აკრძალვა; 4. თუ მანამდე პირის მიმართ გამოტანილი ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის ვადა ამოწურულია, მაგრამ მოქალაქეს არ გადაუხდია № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრული ან სხვა კატეგორიის ფულადი ჯარიმა-დავალიანებები, №6458 კანონის მე-7 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, ეკრძალებათ ქვეყანაში შემოსვლა.
Batumi Daily
Batumi · 4 days ago
აჭარაში კორონავირუსი ერთი ოჯახის 5 წევრს დაუდასტურდა
აჭარაში 11 ივლისის მონაცემებით 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსი სატვირთო ავტომობილის მძღოლის ოჯახს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია. აჭარაში საერთო ჯამში კორონავირუსით 7 ადამიანია ინფიცირებული.#covid19 #აჭარა #პანდემია #batumidaily _____________________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com