COVID 19-ის მსოფლიო სტატისტიკა  -  14 მილიონ 451,609   დაინფიცირების შემთხვევა -  605,603  გარდაცვლილი

Tbilisi Daily

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის რეკორდული, 260 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კორონავირუსული ინფექციის ყველაზე დიდი ზრდა აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ფიქსირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციით 7 360 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 10 მაისის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. მსოფლიოში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების შემთხვევებმა 14 მილიონს, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 600 000-ს გადააჭარბა.