COVID19-ის გამო პლანეტის ნახევარი კარანტინში იმყოფება - New York Times

ByM.m.m.Georgia
0
პლანეტის ნახევარი (4 მილიარდი ადამიანი) სავალდებულო კარანტინში იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას New York Times ავრცელებს. თვითიზოლაციის რეჟიმმა და სავალდებულო კარანტინმა დედამიწის მოსახლეობის ნახევარი - დაახლოებით 3.9 მილიარდი ადამიანი მოიცვა. წყაროს ცნობით, კორონავირუსის პანდემიის გამო გამკაცრებული ზომები 90-ზე მეტმა სახელმწიფომ შემოიღო. ადამიანებს სახლიდან გასვლა, ქალაქის ან ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. გარდა ამისა, იმ ქვეყნებში, სადაც სახიფათო ვირუსი გავრცელდა, კომენდანტის საათი ამოქმედდა - ჩვენი ქვეყანა ამის მაგალითია. უკანასკნელი დადასტურებული ინფორმაციით, საერთო ჯამში მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირების ფაქტი 1, 193, 655 ადამიანს დაუდგინდა. ამ წუთისთვის ახალი ვირუსი 203 ქვეყანაში გავრცელდა. როგორც ცნობილია, კორონავირუსს 64, 277 პირი ემსხვერპლა, ხოლო 246, 110 სრულიად გამოჯანმრთელდა.
#კორონავირუსი
#პანდემია
#მსოფლიო
#საქართველო
#newyorktimes
#სტატისტიკა
#coronavirus
#pandemic
#world
#georgia
#statistics
ByM.m.m.Georgia
0