ცერცვაძე: ნიღაბი სჭირდება ავადმყოფს, ქუჩაში ნიღაბი არაა საჭირო, ზედმეტია

0
კითხვაზე, შეიცვლება თუ არა დამოკიდებულება ნიღბების ტარებისადმი და გავრცელების ამ ეტაპზე რამდენად საჭიროა ნიღბის ტარება, თენგიზ ცერცვაძემ დეტალურად განმარტა, რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ეს დამცავი საშუალება. თენგიზ ცერცვაძემ განმარტა: “ნიღბებთან დაკავშირებით ერთგვარი პოზიციაში ცვლილება გასაგებია – მაშინ არ იყო მასობრივი გავრცელება და არ იქნებოდა პროპორციული ძალის გამოყენება, რომ ჩვენ ყველასთვის გვერჩია ეტარებინა ნიღაბი. ამის საჭიროება არ იყო, შემოიტანდა დისკომფორტს და დამატებით პანიკას ატეხავდა. როცა დაიწყო შიდა გავრცელება, ეს პოზიცია ნაწილობრივ შეიცვალა. მე ისევ ვადასტურებ, რომ ნიღაბი სჭირდება ავადმყოფს, რათა ნაკლები იყოს ვირუსული ნაწილების გამოფრქვევა. აუცილებლად ნიღბები სჭირდება იმას, ვინც უვლის ავადმყოფს და იმ პირებსაც, ვინც ხვდება იმ არეალში, სადაც შეიძლება პოტენციურად იყოს დაინფიცირებული ადამიანი. ვინც გარეთ გამოდის და ქუჩაში მოძრაობს, იქ ნიღაბი არაა საჭირო. მე, ხანდახან ქუჩაში რომ ვხედავ ნიღბიანი ადამიანები მოძრაობენ, აბსოლუტურად ზედმეტია. მაგრამ, თუ შეხვალთ მარკეტში, სადაც სიმჭიდროვეა – იქ ზედმეტი არ არის. თუ სამსახურის ინფრასტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას , რომ სოციალური დისტანცირების საშუალება იყოს“ , არა არის აუცილებელი“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
0