დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის საცოლე კერი სიმონდსი Twitter-ზე წერს, რომ კორონავირუსი გადაიტანა.
მისი განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.
„ერთი კვირა საწოლში გავატარე და კორონავირუსის ყველა ძირითადი სიმპტომი მქონდა. ტესტირების გავლა არ დამჭირვებია, 7 დღის შემდეგ კი თავს უკეთ ვგრძნობ“, - დაწერა სიმონდსმა და მოუწოდა ყველა ორსულ ბრიტანელს, გაეცნონ მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და ზედმიწევნით შეასრულონ ისინი.
#covid19
#pregnant
#stopcovid19
#twitter