ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდა 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, ზაზა კაიკაციშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, იგიმკურნალობის კურსს ქობულეთის კოვიდ კლინიკაში გადის. გარცელებული ინფორმაციით, ზაზა კაიკაციშვილს,სავარაუდოდ კონტაქტი ჰქონდა ბაღების გაერთიანების თანამშრომლებთან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდათ. თვითიზოლაციაშიაგადასული ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის მთლიანი შემადგენლობა. მერიაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგების ჯგუფი მუშაობს. მათივე განცხადებით, ეტაპობრივად მოხდება სავალდებულო ტესტირება. გაიტესტება მერიის თანამშრომლები სრულად. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აჭარის მაუწყებელს განუცხადეს, რომ დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ინფრასტრუქტურის სამსახური სრულად, ასევე ქობულეთის მერის ორი მოადგილე და ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, ყველა შესაძლო კონტაქტირებული პირი უნდა იყოს თვითიზოლაციაში, სანამ დაწესებული საინკუბაციო პერიოდი არ დასრულდება.