მკურნალობა გამოჯანმრთელებულის სისხლის პლაზმით

0
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შემდეგ საქართველოში გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობა დაინერგოს. ამ თემაზე მან იმედის ეთერში ისაუბრა. "თუ ეს იქნება მეტად მხარდაჭერილი და აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი კლინიცისტებიც ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან და ამ მეთოდის გამოყენება შესაფერისი პროტოკოლის ფარგლებში ჩვენთანაც გახდეს შესაძლებელი როგორც კი იქნება მეტად კონკრეტული რეკომენდაციები, ჩვენი ექიმების გუნდი, რომლებიც ზუსტად მიჰყვება ყველა საერთაშორისო სიახლეს, ამის დანერგვაზე იფიქრებენ და დაიწყებენ მუშაობს", — თქვა თამარ გაბუნიამ. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გუშინ ამერიკის წამლის ფედერალურმა სააგენტომ თანხმობა განაცხადა გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმის გამოყენებით სატესტო მკურნალობა დაიწყონ. ეს მხოლოდ მძიმე პაციენტებს ეხებათ. თამარ გაბუნიას თქმით, პლაზმით მკურნალობის ეფექტურობა დამაიმედებელ მოლოდინს იძლევა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 170-ია, მათგან 36 გამოჯანმრთელებულია, ერთი გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 5 067 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 330.
#news
#opinion
#health
#healthcare
#coronavirus
#corona
#covid
#covid19
#სიახლე
#სიახლეები
#ჯანმრთელობა
#კორონავირუსი
#კორონა
#კოვიდ19
#ჯანდაცვა
0