საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 170-მდე გაიზარდა

0
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, დადასტურებულია ინფიცირების 170 შემთხვევა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კორონავირუსით ინფიცირებული 170 პირიდან, 36 გამოჯანმრთელდა. 4 აპრილს, კორონავირუსით 1 ადამიანი - 79 წლის ქალი გარდაიცვალა. 30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.
#news
#corona
Tbilisi
0