,,ერთი საათიც არაა, რაც დავდეთ სპეციალური ანგარიში - აი, ესაა საქართველო!"

Tbilisi Daily

საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, მომღერალ ზურა დოიჯაშვილის დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზე თანხას, მიუხედავად გაჭირვებისა, ძალიან ბევრი ადამიანი რიცხავს. ,,ერთი საათიც არაა, რაც დავდეთ ზურა დოიჯაშვილის დახმარებისათვის სპეც. ანგარიში და ძალიან ჩვეულებრივმა ადამიანებმა დაიწყეს თანხების ჩარიცხვა. აი, ესაა საქართველო! ყველაფრის მიუხედავად - გაჭირვებისა, პანდემიისა - ადამიანები ეხმარებიან ზურას და მის ოჯახს, რათა ის დავაბრუნოთ თავის სამშობლოში. უღრმესი მადლობა!!! მადლობას კიდევ გადაგიხდით მე პირადად ყველას პარასკევს მარათონის მსვლელობის დროს. სიკეთე გადამდებია. იხარეთ! მიყვარხართ", - წერს ოქიტაშვილი. სს „საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი - BAGAGE22 ანგარიში - GE06BG0000000498478658 მიმღები - ტურიზმის განვითარების ასოციაცია დანიშნულება - ზურა დოიჯაშვილისთვის. ცნობისთვის, მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ზურა დოიჯაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად კულტურის პალატა თანხას აგროვებს