საჩხერის მერი ადასტურებს, რომ მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა

0
საჩხერის მუნიციპლიტეტის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მერმა, ბენიამენ ფალავანდიშვილმა თავად დაუდასტურა. მისი თქმით, მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს და სავარაუდოდ ინფექცია მას პაციენტისგან გადაედო. „ანალიზები გუშინ აუღეს. მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება. მას ყელის არეში ჰქონდა დისკომფორტი, სხვა სიმპტომები არ აქვს“, – განაცხადა მერმა. მერის ინფორმაციით, ახლა ოჯახის წევრები იზოლაციაში არიან. ის ასევე ადასტურებს, რომ როგორც მერს, კონტაქტი ქონდა მოქალაქებთან, თუმცა რეკომენდაციებს იცავდა. ბენიამენ ფალავანდიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ საღამოს კორონავირუსზე ტესტს მასაც აუღებენ. http://mediamall.ge/new/90984-sachkheris-meris-meughles-koronavirusi-daudginda
0