რამდენიმე საინტერესო ფაქტი წიგნებზე

0
• "გუგლის" 2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში გამოცემულ წიგნთა რაოდენობა შეადგენს 134, 399, 411 . ამიტომ როცა ვამბობთ, რომ არ ვიცით რა წავიკითხოთ, რეალურად, წასაკითხი ძალიან ბევრია! • ყველაზე ძვირად გაყიდული წიგნია ლეონარდო და ვინჩის "ლესტერის კოდექსი" , რომელიც ბილ გეითსმა 30.8 მილიონ დოლარად შეიძინა • წიგნების სუნის სიყვარულს თავისი სახელი აქვს! ბიბლიოსომია - ეს სწორედ ის სიტყვაა, რომელსაც ალბათ მთელი ცხოვრება ეძებდით • ყველაზე გრძელი წინადადება, რაც კი ოდესმე დაწერილა შედგება 823 სიტყვისაგან. წინადადება ვიქტორ ჰიუგოს "საბრალონიდანაა" • უწინ წიგნის ავტორთა სახელი ყდაზე არ იბეჭდებოდა. წიგნის ყდა ხელოვნების ნიმუშად მიიჩნეოდა, ისინი იფარებოდა ნახატებით, ტყავით და ოქროთითაც კი, ამიტომ მასზე ავტორთა სახელის ადგილი აღარ რჩებოდა. • პირველი წიგნი, რომელიც დაიბეჭდა საბეჭდ მანქანაზე იყო "ტომ სოიერის თავგადასავალი" • პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი ყოველ დღე თითო წიგნს კითხულობდა • სტატისტიკური მონაცემებით, ისლანდია არის ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც ყველაზე მეტ წიგნს კითხულობს ! • ყველაზე გაყიდვად წიგნებს შორის პირველ ადგილს ისევ ბიბლია ინარჩუნებს • წიგნის არწაკითხვასაც თავისი სიტყვა აქვს: იაპონური "Tsundoku" ნიშნავს "სახლის წიგნებით შევსებას და მათ არასდროს წაკითხვას" • ძველად, რადგან წიგნების გადაწერას დიდი დრო და ენერგია სჭირდებოდა, წიგნებს გადამწერისაგან წყევლაც ჰქონდა დართული, რათა მათი ნაშრომი სხვას არ მიეკუთვნებინა • წიგნების კითხვა არა მხოლოდ სტრესისაგან გვათავისუფლებს, ის ასევე ამცირებს ისეთი დაავადებების რისკს, როგორებიცაა ალცაიმერი და დემენცია.
0