გამოჯანმრთელებულ პაციენტებს,ალბათ, დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატება - ეზუგბაია

0
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტით გაიზრდება. მისი ინფორმაციით, დღეს დილით ამ მიზნით შესაბამისი ტესტირება ჩატარდება, შედეგების შესახებ კი საღამოს გახდება ცნობილი. ეზუგბაია საუბრობს ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული ახალი პაციენტის დაინფიცირების წყაროზეც და აღნიშნავს, რომ იგი ეროვნულ ბანკს უკავშირდება. , , ჩვენთან 36 პაციენტი იმყოფება. გუშინ დაგვემატა ერთი უკვე დადასტურებული შემთხვევა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება, ” - განაცხადა ეზუგბაიამ.
#გამოჯანმრთელებული
#კორონავირუსი
#TbilisiDaily
y
0