ინფექციურ საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი რჩება

0
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მის კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება, დანარჩენი 4-ის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ 4 პაციენტთან დაავადების პროგრესირება შეჩერებულია. „კრიტიკულ პაციენტად ვაფასებთ ერთ პაციენტს. დანარჩენი 4 პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაშია. მათთან დაავადების პროგრესირება შეჩერებულია, აღარ გაგრძელებულა და იმედია, რამდენიმე დღეში ვიტყვი, რომ ისინი ჩვეულებრივ, მძიმე პაციენტები არიან. ჯერჯერობით რჩებიან ჩვენს კლინიკაში არასრულწლოვნებიც. 2 არასრულწლოვანია და მათი კვლევის შედეგების პერიოდიც დადგა და ალბათ, ისინიც დატოვებენ კლინიკას გამოჯანმრთელებულები“, - განაცხადა ეზუგბაიამ. მისივე ინფორმააციით, დღეს დილით ინფექციურ საავადმყოფოში ტესტი 15 პაციენტს გაუკეთეს.
0