კორონავირუსით დაინფიცირებული სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

0
კორონავირუსით დაინფიცირებული სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა, მას პნევმონია აქვს – აცხადებს თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძე. მდგომარეობა მძიმე არ არის, საშუალო სიმძიმისაა, აქვს პნევმონია, ოღონდ მძიმე ფორმებში არა, საშუალო სიმძიმის მიმდინარეობისაა, დაბალი ტემპერატურა აქვს, მისი ჩივილი სულ ეს არის. სუნთქვის უკმარისობა მწვავედ გამოხატული არ არის და არც მაღალი ცხელება არ აქვს – განცხადა ტურძელაძემ ქართველ სპორტსმენი, რომელსაც თბილისში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა 10 წელზე მეტხანს საქართველოში არ იმყოფებოდა, იგი რუსეთის მოქალაქეა. ჩვენი ინფორმაციით სპორტსმენი წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ლიაში 28 მარტს ჩავიდა. როგორც „პრაიმტაიმს“ სოფელ ლიას ადგილობრივი მაცხოვრებელი უყვება გ.ღ-მ სამეგრელოს რეგიონში 2 კვირაზე მეტი დაჰყო და რამდენიმე ადგილას იმყოფებოდა.
0