სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 55, კარანტინში კი 229 ადამიანი რჩება

0
სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 55 ადამიანი იმყოფება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კარანტინში 229 ადამიანი რჩება, აქედან ყველაზე მეტი – 53 წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტების მიხედვით მონაცემები კი ასეთია: სენაკში – თვითიზოლაციაშია ხუთი პირი, კარანტინში არც ერთი ზუგდიდი – თვითიზოლაციაშია 15, კარანტინში 89; აბაშა – თვითიზოლაციაშია 13, კარანტინში 11 ხობი – თვითიზოლაციაშია სამი, კარანტინში 16; ფოთი – თვითიზოლაციაშია 11, კარანტინში 15 მარტვილი – თვითიზოლაციაშია ცხრა, კარანტინში 29; ჩხოროწყუ – თვითიზოლაციაშია 0, კარანტინში 14 მესტია თვითიზოლაციაში არავინ იმყოფება, კარანტინში კი ორი პირია; ანაკლიის საკარანტინო სივრცეში 72 ადამიანი რჩება.
#ზუგდიდი
#სამეგრელო
#კარანტინი
#თვითიზოლაცია
#კორონავირუსი
#კოვიდ19
0