მაია ბუწაშვილი: ხშირია შემთხვევები, როცა COVID19 პაციენტების სისხლში შაქრის დონის აწევას იწვევს

Tbilisi Daily

ძალიან ხშირია შემთხვევები როცა COVID19-ით ინფიცირებული პაციენტების სისხლში ხდება შაქრის დონის კონცენტრაციის მატება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ აქვთ დიაბეტი, - ამის შესახებ „ფორმულას“ ეთერში ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხშირად, გამოჯანმრთელების შემდეგ, ეს მაჩვენებელი უბრუნდება ნორმას. „თუმცა სასურველია სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ სისხლში შაქრის დონე გადამოწმდეს და ეს პაციენტები გადავიდნენ ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ“, - აღნიშნა ბუწაშვილმა. მისი თქმით, ხშირად სისხლში შაქრის დონის მატება დაკავშირებულია იმასთანაც, რომ ჰორმონის მქონე პრეპარატებით მკურნალობენ კოვიდინფიცირებულებს. „თუმცა სხვა და სხვა ენდოკრინოლოგიური დაავადებების რისკს კოვიდი ზრდის, ამიტომაც ეს პაციენტები საყურადღებო არიან და მონიტორინგი დასჭირდეთ“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.