საქართველოში ამინდი უარესდება

Tbilisi Daily

საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ავრცელებს. 24-25 დეკემბერს დასავლეთ, ხოლო 24-26 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -4 გრადუსამდე) შესაძლებელია ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს.