საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-2 შემთხვევა დაფიქსირდა

0
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-2 შემთხვევა დაფიქსირდა. მისივე თქმით, გარდაცვლილი 81 წლის ქალია, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადმოიყვანეს. , , მისი მდგომაროება თავიდანვე შეფასდა, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი, გემოდინამიკის რღვევით. ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, ანამზნეზში გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა. პაციენტი მკურნალობის გაგრძელების მიზნით გადაყვანილი იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მკურნალობა მიდიოდა პროტოკოლისა და გაიდლაინების მიხედვით, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", -განაცხადა რატიანმა.
#ლეტალობა
#კორონავირუსი
#კლინიკა
#ჰოსპიტალი
#tbilisidaily
y
0