აზროვანება საზოგადოებისათვის

0
ადამიანის წარმოშობის შესახებ არსებობს აზრი, რომელზეც სვამი ვივეკანანდა მის საავტორო წიგნში “ჯნანა იოგა” საუბრობს. მისი აზრის თანახმად ღამით ჩირაღდანი ან რაიმე ანთებული მატერია წრიულად, რომ ავასწრაოფთ მივიღებთ მატერიის ტრაექტორიაზე თვალით აღქმულ წრეს. გამომდინარე აქედან ადამიანის სული ასწრაფებული მოლეკულური მოძრაობაა, რომელსაც თვალი მატერიად აღიქვმას.” დავუშვათ ეს მოსაზრება რეალობაა, თითის თითზე დაჭერისას თავიდან ვგრძნობთ სირბილეს და შემდეგ ძვალთან სიახლოვეს. რომ ვიყოთ მოლეკულების ასწრაფებული მოძრაობისგან შემდგარი მატერია, თითის თითზე დაჭერისას არ უნდა ვგრძნობდეთ სიმყარეს. ჩემს გარშემო ამ აზრს არ აქვს საწინააღმდეგო აზრი - ავტორს მკითხველი ილუზიებისკენ მიჰყავს. განვიხილოთ ნაწარმოებთა სხვა ჟანრი. რომანტიკოსთა დიდი ნაწილი თვლის, რომ თუ ისინი მათ ცხოვრებისეულ გამოცდილებას დაწერენ, და შემდეგ გაასაჯაროვებენ, სიყვარულს დაამტკიცებენ. აღსანიშნავია რომ მათ საბოლოოდ რაღაცის იმედი მაინც რჩებათ. წიგნში მოცემული სტორია არის მხოლოდ ერთი, რომელსაც ანალოგი ვეღარ ექნება. აქედან გმაომდინარე რომანტიკოსთა შემოქმედება იდეურად გასართობად, ანდაც დროის გასაყვანად უნდა წაიკითხოვო მითხრეს, როდესაც შეკითხვა დავუსვი პიროვნებას, რომელსაც ხშირად უხსენებია მწერლების სახელები: დოსტოევსკი, გალაქტიონი, ნიკოლოზ ბარათაშვილს გვარით მოიხსენიებენ ხოლმე. თამამი განაცხადი იქნება თუ ვიტყვი რომ რომანტიკოსთა შემოქმედება ადამიანის გონებაზე გარკვეულ წილად ცუდად მოქმედებს, მაშინაც კი თუ გასართობად ვკითხულობთ, რადგან როდესაც ვიწყებთ გართობას – ვთამაშობთ, როცა თამაშს ვიწყებთ – მხოლოდ მაშინ წავაგებთ და ხშირად წიგნთან გართობისას ვაგებთ და მეტწილ ილუზიებში ვვარდებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სხვა წიგნის კითხვას ვიწყებთ და არსებული სიამოვნება მხოლოდ წარსულს რჩება. კითხვისას, თითოეული ჩვენგანი პერსონაჟებს თავისებურად აღიქვამს, ასევე განვითარებულ მოვლენებს და შესაბამისად მოველენბს სხვადასხვაგვარ შეფასებას მოუძებნის მკითხველთა ჯუფი. ეს იწვევს ლიტერატურულ ილუზიას. არასდროს ვართ ისეთი დაცული ტანჯვისგან, როგორც მაშინ, როდესაც ვართ ილუზიაში. წიგნიში წაკითხული გვერდებისგან გონებრივი საფრთხე რომ ავიცილოთ კარგი გზაა წაკითხულზე საუბარი, რადგან აზრთა სხვადასხვაობა და მშვიდი მსჯელობა აყალიბებს რეალურ აზრს. არსებობს ფსიქოლოგიური ილუზიები, რითაც ადამიანები იმარტივებენ ცხოვრებას. მხოლოდ მაშინ ხვდება გონება ზეწოლის ქვეშ, როდესაც ინდივიდი ილუზიებს ტოვებს და რეალობას აღიქვამს ისე როგორც მის თავს სინამდვილეში ხდება. “ საკმარისია იფიქრო, რომ თავისუფალი ხარ, და თავისუფალი იქნები. საკმარისია იფიქრო რომ მონა ხარ და მონად იქცევი. ძალიან თამამი ნათქვამია მაგრამ აკი იმათვე მოგახსენეთ, თამამად ვილაპარაკებ-მეთქი" (სვამი ვივეკანადა, "ჯნანა იოგა თუ ჩავწვდებით საკუთარ მდგომარეობას, შესაძლებელია ილუზიებისგან განთავისუფლება ან ჩვენს საკეთილდღეოთ გამოყენება. მაგალითად წარმატება ჩვენივე თავის სამოტივაციოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ, და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაზე დავიწყოთ ფიქრი. ფსიქოლოგიური ილუზია ფსიქოლოგიური ფაქტორებითაა განპირობებული, რომლებშიც შედის ძლიერი აფექტი, ძლიერი სურვილი, მოლოდინი, მტკიცე რწმენა, აქტუალური განწყობა, მცდარი მსჯელობა და სხვა. „თავად ილუზია ეწოდება მცდარ აღქმას, რომელიც არ შეესატყვისება ინტელექტუალურ კრიტერიუმზე დაფუძნებულ ცოდნას აღქმული მოვლენის შესახებ.“ საერთო ჯამში ილუზია ბევრად ფართო მაშტაბიანი საკითხია. იგი რიგი საკითხებთან ერთად ეხება სინდისსაც. რადგანაც არსებულ საკითხზე მსჯელობისას ჩვენს წარმოსახვაში საკითხს მეორე მხრიდან შევხედეთ, უნდა ავღნიშნოთ, რომ არ არსებობს მოსაზრება რომელზეც საპირისპირო მხრიდან ლოგიკურად ვერ ვიმსჯელებთ. ილუზიასა და სინდისს შორის კავშირი, გავლენას ახდენს საკუთარ შეცდომებზე სწავლის უნარზე. ვინაიდან სინდისი არის საკუთარი თავის შეფასება უნდა ვივარაუდოთ რომ ფსიქოლოგიური ილუზიის საწყისი სინდისია. მუსიკა ხელოვნებაა. როგორც ყველა ხელოვნების დარგი გამოხატავს ადამიანის გრძნობებს ასევე მუსიკაშიც შესამჩნევია შემოქმედის გუნება. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. ხელოვნება მრავლის მომცველია და მის აღმქმელს აქვს შესაძლებლობა გახდეს მისი ნაწილი. გამომომდინარეობა რომ გავაშინააროსთ ვიღებთ აზრს, რომელიც ჩვენს ემოციურ მდგომარეობას ასახავს. რადგანაც ვამბობთ და გვჯერა რომ ადამიანი ინდივიდია, ასევე გვჯერა რომ მისი აღქმა სხვადასხვაგვარია. ამ ყველაფერთან მუსიკის მრავალფეროვნებას დიდი მნისშვნელობა აქვს. ფაქტი რომ მუსიკას შეუძლია გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა მიუთითებს მუსიკის გავლენას ადამიანის გრძნობებზე. ზოგადად ხელოვნება მარტივად მანიპულირებს ადამიანით, თუმცა აქ სარგებელსაც და ზიანსაც მხოლოდ მანიპულირებული პირი იღებს. ვინაიდან, ადამიანი გრძნობებით მართული არსებაა, რომელსაც ინსტიქტებთან ერთად აზროვნების უნარი აქვს, მისი მორალური მდგომარეობის შესაბამისობას რეალობასთან განკარგავს მისი ფიქრები მომხდარის შესახებ. ფიქრის პროცესში მოსმენილი ნებისმიერი სიტყვა შესაძლებელია გახდეს მიზეზი, რომ ჩვენ აზრთა რელსიდან გადავერთვეთ და სხვა რელსს მივყვთ, რომელიც ჭეშმარიტებამდე ვერ მიგვიყვანს. ხშირად გძნობებრივი ილუზიები ჯანმრთელობისთვის საზიანო კვალს ტოვებს ინდივიდზე. როდესაც ვკარგავთ იმას, რაც ჩვენში იქწვევს შინაგან განადგურებას, ვხდებით საკუთარი ფიქრების მსხვერპლი. ადამიანს იმდენად შეუძლია დაიჯეროს საკუთარი ფიქრების, რამდენადაც შეუძლია უგულველვყოს იგი. ხსენებული კარგად არის ასახული ფილმ «შუქურაში». ადამიანის გონების შესაძლებლობებზე დენილ კიზს დაწერილი აქვს ნაწარმოები „ბილი მილიგანის მრავალი გონება“ სადაც მთავარ პერსონაჟს 24 პიროვნება წარმოაჩენს. ასე და ამრიგად, თუ არ არის თავდაჯერებულობა, არის ილუზია. თუ არ არის ადეკვატურობა, არის ილუზია და ა.შ. ნებისმიერი სუსტი მხარე იწვევს ილუზიას. პროგრესისთვის აუცილებელია ინდივიდუალური აზროვნება, ერთ მომენტში წარუმატებლობა არ ნიშნავს რომ იგივე ხერხი სხვა მომენტშიც წარუმატებელი გამდოგება, მითუმეტეს თუ ყველა ადამიანი განსხვადება ერთი და იგივე შეცდომა რატომ იქნება ერთიდა იგივე შედეგის მომტანი? თავისუფალი აზროვნება გაძლევს საშუალებას ისწავლო რისკის გარეშე და შექმნა ახალი, რაც შესაძლებლობებისთვის ფართოდ გაშლილი გზაა.
0