საბჭოთა კავშირის და პირველ და ერთადერთ პრეზიდენტს, მიხაილ გორბაჩოვს, 2 მარტს 90 წელი შეუსრულდა.
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, 1980-იან წლებში, გორბაჩოვი იყო „გლასნოსტის“ და „პერესტროიკის“ პოლიტიკის ინიციატორი, რისი მიზანიც მეტი გახსნილობა და რეფორმები იყო.
გორბაჩოვმა არაერთ შეთანხმებას მიაღწია განიარაღების სფეროში დასავლეთთან, და თვითონ თვლის, რომ „მთავარს მივაღწიეთ ქვეყნის შიგნით, ხალხმა თავისუფლებამ მოიპოვა, დასრულდა ტოტალიტარული სისტემა“.
გორბაჩოვის დროს დასრულდა „ცივი ომი“, საბჭოთა ჯარები გამოყვანილ იქნა ავღანეთიდან, ჩატარდა პირველი თავისუფალი არჩევნები, უარი ეთქვა კომუნისტური პარტიის „წამყვან და წარმმართველ როლს“, აღმოსავლეთი და შუა ევროპის ქვეყნებმა მოიშორეს სოციალისტურ სისტემა, მოხდა გერმანიის აღმოსავლეთის, კომუნისტური ნაწილის, შეერთება დასავლეთთან.
1990 წელს გორბაჩოვს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.
მისი მმართველობის პერიოდში საბჭოთა კავშირში გაჩაღდა არაერთი ეთნიკური კონფლიქტი. გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის რეფორმირებას ესწრაფვოდა და მისი დაშლა არ სურდა. 1991 წლის დეკემბერში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ის პრეზიდენტის პოსტიდან წავიდა. საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში, პირველ რიგში რუსეთში, ბევრი თვლის, რომ გორბაჩოვია „დამნაშავე“ საბჭოთა კაშირის დაშლაში. თვითონ გორბაჩოვის აღიარებს შეცდომებს, მაგრამ აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის რეფორმირება ადრე უნდა დაწყებულიყო.
დასავლეთში მას ძირითადად დადებითად აფასებენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31129350.html