ხანძარი ჩერნობილის ატომურ სადგურთან
257 Views
კონემიკა საინფორმაციო
Batumi · 5 months ago

ჩერნობილთან ახლოს მაშველები ამ წუთებში ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ცეცხლი ატომურ სადგურთან ახლოს ბალახს მოედო.

ეს ტერიტორია 1986 წლის ავარიის დროს დაბინძურდა და არსებობს რადიაციის გავრცელების საშიშროება. თუმცა, ამ ეტაპზე ფონი მომატებული არ არის.

ცეცხლი დახურულ ზონაში გამხმარ ბალახს მოედო და 130 ჰექტარზე სწრაფად გავრცელდა.

კიევის სამოქალაქო დაცვის ცნობით დაახლოებით 90 მეხანძრე-მაშველი, ვერტმფრენი, ორი წყლის მატარებელი თვითმფრინავი და

18 სახანძრო მანქანაა ამ წუთებში განლაგებული ხანძრის ჩაქრობის მიზნით. სამაშველო ჯგუფებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს, თუმცა მისი ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ბირთვული სპეციალისტების თქმით, ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქებიდან რადიოაქტიური გამოსხივება დღემდე გვხვდება 2,600 კვადრატულ კილომეტრზე, ისინი არ გამორიცხავენ რომ ხანძარი უკავშირდებოდა ტყის რადიოაქტიურ ბუნებას, ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო ამძაფრებს ეს ტერიტორია!

#news #opinion #chernobyl #სიახლე #სიახლეები #ხანძარი
კონემიკა საინფორმაციო
Batumi · 5 months ago
52
Write a comment